თბილისში, დინამო არენაზე საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით, რიგ მარშრუტებზე ავტობუსების მუშაობის დრო 2:00 საათმდე გახანგრძლივდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 26 მარტს 00:00 საათის ნაცვლად, 2:00 საათმდე როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება ავტობუსები:
· N301,
· N306,
· N308,
· N310,
· N311,
· N314,
· N315,
· N320,
· N326,
· N327,
· N331,
· N337,
· N342,
· N345,
· N352,
· N358,
· N359,
· N364,
· N378,
· N381,
· N384,
· N386,
· N388,
· N391
· N397,
მატჩის დღეს 2:00 საათამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.
ხვალ, 26 მარტს თბილისში დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის გამარჯვებული 2024 წლის ევროპის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.