რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან?

ქუთაისის აეროპორტი საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მგზავრებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი, სწორედ ქუთაისიდან ირჩევს გამგზავრებას, რადგან ავიაკომპანია Wizz Air -ის წყალობით, რომელიც აეროპორტში ოთხი ბაზირებული ხომალდითაა წარმოდგენილი, იაფ ფრენებს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით ახორციელებს.
ლარნაკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ქუთაისიდან, სადაც ვიზეარი კვირაში სამჯერ დაფრინავს. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სალონიკი და კრაკოვი სადაც ავიაკომპანია ასევე კვირაში 3-3 ჯერ გვთავაზობს ფრენებს.
რით არის გამორჩეული აღნიშნული მიმართულებები და რა განაპირობებს მათ პოპულარობას?
ლარნაკა
ლარნაკა კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქია, რომელიც ქვიშიანი სანაპიროთი, მაღალი პალმებითა და ულამაზესი საზღვაო პორტით გამოირჩევა. აქ შეხვდებით ლამაზ კაფეებს, ბარ-რესტორნებსა და უამრავ გასართობ საშუალებას. ქალაქის მდიდარი ისტორია, უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო და უამრავი შთამბეჭდავი ტურისტული სანახაობა მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ლარნაკაში ნახავთ.
სალონიკი
სალონიკი საბერძნეთში მაკედონიის რეგიონში მდებარეობს და სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში, ათენის შემდეგ. იქ ჩასვლისთანავე მიხვდები, რომ მას აქვს დიდი ხნის ისტორია და მდიდარი კულტურა! ქალაქში სეირნობისას შეხვდებით ბევრ ძეგლს, რომლებიც ძირითადად რომაული და ბიზანტიური ეპოქითაა დათარიღებული.
კრაკოვი
კრაკოვი პოლონეთის ყოფილი დედაქალაქია და ის კვლავ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქად რჩება. იგი ასევე ითვლება ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად შესანიშნავად შენარჩუნებული შენობებისა და მდიდარი მხატვრული კულტურული მემკვიდრეობის წყალობით. კრაკოვის ძველი ქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, სავსეა გოთიკური, ბაროკოსა და რენესანსის სტილის დახვეწილი ნაგებობებით.
როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად?
გსურთ მოგზაურობა, თუმცა ფიქრობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები და ეს არის მიზეზი, რის გამოც უარს ამბობთ საოცარ თავგადასავლებზე? გასწავლით რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად და აიხდინოთ ოცნება. თავად დარწმუნდებით, რომ ეს ყოველივე სულაც არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუ გეცოდინებათ, როგორ შეარჩიოთ ავიაბილეთები სწორად და მოიძიოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ვარიანტები.
· პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის მოგზაურობის დაგეგმავა 1-2 თვით ადრე. სტატისტიკურად, ავიაკომპანიები და სააგენტოები ფრენებზე ყველაზე დაბალ ფასს სწორედ ამ პერიოდში გვთავაზობე, რადგან მოთხოვნა ნაკლებია და რეისზე ადგილების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
· თუ თარიღებში შეზღუდული არ ხართ, გირჩევთ რეისები კვირის სამუშაო დღეებს დაამთხვიოთ, რადგან ფრენებზე მოთხოვნა უმეტესად შაბათ-კვირას ფიქსირდება. ასევე, ფასზე გავლენას დღის მონაკვეთიც ახდენს. თუ ცოტახნით უარს იტყვით კომფორტზე და ფრენას ღამის ან გამთენიის რეისზე დაგეგმავთ, ამან შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს ავიაბილეთების ფასი;
· თუ სეზონი ხელს გიწყობთ და ამასთანავე არ გიჭირთ თქვენი საყვარელი ნივთების გარეშე მოგზაურობა, ისარგებლეთ მხოლოდ უფასო ხელბარგით და თან წაიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები;
· ერთ-ერთი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ორმხრივი ავიაბილეთების ერთდოულად შეძენაა. ამ დროს ავიაკომპანიები ფრენების ღირებულებას შედარებით დაბალ ფასად გვთავაზობენ ხოლმე;
· და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიყენეთ საძიებო სისტემა. ეს დაგეხმარებათ ყველა ამ დეტალის გათვალისწინებაში, რათა მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთები.
Aviabiletebi.online -ის საძიებო სისტემა მარტივი ინტერფეისის წყალობით ყველა მომხმარებელს უადვილებს რეისების მოძიების პროცესს, საჭიროა მხოლოდ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქის მითითება, თარიღების მონიშვნა და მგზავრთა რაოდენობის არჩევა, რის შემდეგაც გადამისამართდებით ვებგვერდზე, სადაც ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ყველა არსებული ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს შემოთავაზება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლებთ ფილტრაცია მოახდინოთ სასურველი ფასის, ავიაკომპანიის, აეროპორტისა თუ დროის მიხედვით, რაც შეამცირებს ძიების დროს და გაგიმარტივებთ არჩევის პროცესს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი