რომელია ტვირთების ტრანსპორტირების ოპტიმალური და ფინანსურად მიმზიდველი მარშრუტი

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი კომპანია, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მისატანად, საკუთარ მარშრუტს ინდივიდუალურად ირჩევს.
ბუნებრივია, თვითეულ გადამზიდველს გააჩნია აპრობირებული ლოგისტიკური სქემა, რომელსაც დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ანიჭებს უპირატესობას.
ზოგისთვის პრიორიტეტულია საფასო მდგენელი, ზოგისთვის გადაზიდვის ხანგრძლიობა, ზოგისთვის უსაფრთხოება, ზოგისთვის კი ჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობა.
ჩვენი მიზანია, ყველა ფაქტორების გათვალისწინებით წარმოვაჩინოთ, ევროპულ სივრცეში და ევროპული სივრციდან ტვირთების ტრანსპორტირებისას თუ რომელ მარშრუტს ანიჭებენ უპირატესობას საავტომობილო გადამზიდველები.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა სანაოსნო კომპანია Shipping Line E60 – მა ევროზონის სივრცეში შეღწევადობის და შავი ზღვის ნავსადგურებთან კავშირებადობის ამაღლების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ხაზგასასმელია ის გარემოება, Shipping Line E60 მუდმივად ანვითარებს საკუთარ შესაძლებლობებს, რაც მიუთეთებს მუდმივად მზარდი ტვირთბრუნვის ათვისებაზე. სადღეისოდ შავი ზღვის არეალში, ქართული დროშით მცურავი Shipping Line E60 კომპანია ოპერირებს საკუთარი ორი ბორნით.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ანუ იმპორტირებული საქონლის მოცულობა თითქმის სამჯერ აღემატება ექსპორტირებულს, სანაოსნო კომპანია Shipping Line E60 ის სატარიფო პოლიტიკაც მაქსიმალურად მიახლოებულია ამ რეალობასთან.
დან – რუმინეთის ნავსადგურ კონსტანცამდე, ჩვეულებრივი ტრაილერის ბორნით გადაზიდვის ღირებულება, იგულისხმება ცალ მხარეს, შეადგენს 1090 ევროს, უკანა მიმართულებთ თითქმის ორჯერ აღემატება და შეადგენს – 2200 ევროს. წრიული რეისით დაფრახტვის შემთვევაში მოქმედებს 20 % იანი ფასდაკლება.
ქართველი გადამზიდველი ევროზონაში მოსახვედრად ასევე უკან დასაბრუნებლად, დგას ორი ალტერნატივის წინაშე, შეირჩიოს თურქეთის გავლით სახმელეთო მარშრუტი თუ საავტომობილო ბორანი.
თუ რომელი მარშრუტია მიმზიდველი? ამ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ანალიტიკას.
თურქეთით სახმელეთო გადაზიდვისას ჯამური ხარჯი, საქართველოდან შეტანილი, შედარებით იაფი საწვავის, გზის და ტრანზიტის ასვე სხვადასხვა თანმდევი გადასახადებების დაჯამებისას შეადგენს 940 ევროს.
მიუხედავად იმისა, რომ ფოთიდან ბორნით გადაზიდვა 1090 ევროა და 150 ევროთი უფრო ძვირია, გადამზიდავი საქართველოდან ევროპაში შესვლისას ბორანს ანიჭებს უპირატესობას.
გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ გადამზიდველისათვის მიმზიდველია დროის ფაქტორი, ხმელეთით ტრანსპორტირებას, საზღვარზე შეფერხების გათვალისწინებით, დამატებით 3 დღე ესაჭიროება, ამასთან რაც მნიშვნელოვანია, ბორნით შესაძლებლობა ეძლევა ევროპაში შევიდეს იაფი საწვავით შევსებული ავზით და ევროპულ ნაწილში დანიშნულების ადგილამდე განახორციელოს გადაზიდვა იმავე იაფი საწვავით. ხმელეთით კი, ანუ თურქეთის ტერიტორიით ტრანზიტის შემთხვევაში მას ელუქება ავზები და ვალდებულია იაფი საწვავი გახარჯოს თურქეთის ტერიტორიაზე და საწვავით დაცლილ მდომარეობაში მიადგეს ევროპულ საზღვარს (იხ სქემა).
უკან მიმართულებით, ევროპის სივრციდან საქართველოში გადაზიდვისას, ფასების მდგენელი იცვლება რადიკალურად სახმელეთო გადაზიდვების უპირატესობით. კერძოდ, მიუხედავად იმასა, რომ თითქმის ორჯერ ძვირია ევროპული საწვავი, გადამზიდავი იმატებს ევროპაში ძვირ საწვავს და მაინც ხმელეთით თურქეთის გავლით აწარმოებს ტრანსპორტირებას.
ასეთ პირობებში, ხმელეთით მოძრაობისას გადაზიდვის ჯამური ხარჯი აღწევს 1300 ევროს, თუ შევადარებთ ბორნით ევროპიდან საქართველოში გადაზიდვის ტარიფს 2200 ევროს, განსხვავება მნიშვნელობანია 900 ევრო. ეს ის მარჟაა, რომელიც გადამზიდველს უბიძგებს შეირჩიოს სახმელეთო მიმართულება.
გადაზიდვების ლოგისტიკურ სქემებში ჩართულმა მეწარმეებმა – გადამზიდველებმა კარგად იციან, რომ ხმელეთით გადაზიდვისას, თურქეთის მხარე, მათ ტერტორიაზე ტრანსპორტირებისას, მაღალი ფასნამატით ატარებს რიგ ტვირთებს და სატრანსპორტო საშუალებებს, პირველ რიგში, ევროპულ სივრცეში შესყიდულ და განუბაჟებელ ტრაილერებს, მსუბუქი ავტომობილების გადამტან ავტომატარებლებს და სააქციზო საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებს, შესაბამისად ასეთი კატეგორიის ტვირთების შემოტანა ევროპიდან საქართველოში, მიუხედავად საფასო მდგენელის განსხვავებისა მიმზიდველია განხორციელდეს ბორნით.
თავის მხრივ, სახმელეთო მარშრუტსაც გააჩნია გარკვეული უპირატესობა, რადგანაც თურქეთის ტერიტორიის გასწვრივ განვითარებულია, ავტოსატრანსპორტო სერვისებით კომპლექსური მომსახურე ობიექტები, რომელსაც ხშირად იყენებენ ქართველი გადამზიდველი.
დასკვნა: საქართველოდან ევროპის ცენტრალურ ნაწილში შეღწევისათვის მიმზიდველია გადამზიდველმა ბორნით განახორციელოს ტვირთების ტარსნპორტირება, ხოლო ევროპიდან საქართველოში გადაზიდვისას ფინანსურად მიმდიდველია შეირჩიოს თურქეთის გავლით სახმელეთო მარშრუტი.
წყარო: transcor.ge