რომელია საქართველოში 5 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე უნივერსიტეტი და ვინ არიან მფლობელები

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალის მონაცემებით, ტოპ 5 უნივერსიტეტი ბრუნვის მოცულობის მიხედვით შემდეგია: შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შპს კავკასიის უნივერსიტეტი, შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, შპს საქართველოს უნივერსიტეტი, შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სასწავლებელი 1995 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის მფლობელები არიან: შპს „პროგრეს 2012“- 50%; ნურლან სადიგზადე (აზერბაიჯანი) – 25%; ვახტანგ წივწივაძე – 12.5%; ვასილ ჩიგოგიძე – 12.5%; გიორგი ჩიგოგიძე – 12.5%.
შპს კავკასიის უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი 2004 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან: ხატია გოგლიძე 82%; ბორის ლეჟავა 2.5%; მანანა თურქია 2.5%; თორნიკე შენგელია 10.5%; რატი სხირტლაძე 2.5%.
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი 2005 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან: რუსუდან ციციშვილი 79%, რობერტ-მაიკლ ქაუგილი (ორმაგი მოქალაქე საქართველო/) 32.8%, ლია მუხაშავრია 2.5%, ზაზა რუხაძე 1.3%, ნინო ტორონჯაძე 12.9%, თამარ ციციშვილი-ქაუგილი 21%, თეიმურაზ ტორონჯაძე 5.1%, ხათუნა ჭანუყვაძე 1.3%, ქენეთ ენდრიუ ქათშო 9%, ანა შუბლაძე 5.1%.
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
სასწავლებელი 2001 წელს დაფუძნდა და მის 100%-ს გია კავთელიშვილი ფლობს.
შპს საქართველოს უნივერსიტეტი
ის 2004 წელს დაფუძნდა. უნივერსიტეტს ფლობენ ნიკოლოზი ალასანია 12.5%, გიული ალასანია 37.5% და მანანა სანაძე 50%.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროს წინა წლის კვლევის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტი იგივე UG (შემოსავალი 36.9 მლნ ლარი), პირველია იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომელთაც, ერთი მხრივ, ყველაზე მეტი სტუდენტი, მეორე მხრივ კი მაღალი შემოსავალი აქვთ. შემოსავლის მიხედვით, სამინისტროს რეიტინგში მეორე ადგილზე იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შემოსავალი 26 მლნ ლარი), მესამეზე – კავკასიის უნივერსიტეტში (შემოსავალი 25.3 მლნ ლარი), მეოთხეზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)(21 მლნ ლარი), მეხუთეზე კი თავისუფალი უნივერსიტეტი (18 მლნ ლარი).

ასევე დაგაინტერესებთ