რომელია საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტები თურქეთში?

თურქეთში, ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ზამთრის სეზონი უკვე გახსნილია. სამთო-სათხილამურო კურორტებზე აქტიურად ჩადიან დამსვენებლები და სასიამოვნოდ ატარებენ თოვლიან დღეებს. საყურადღებოა, რომ აქ არსებული სათხილამურო კურორტები აღჭურვილია უახლესი ტექნიკური საშუალებებით და განსახლების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. აქ განსაკუთრებული და მრავალფეროვანია სამზარეულოც, სადაც შეძლებთ გასინჯოთ საუკეთესო კერძები და თურქული ღვინოები.
დღეს სწორედ გაგაცნობთ ამ სამთო-სათხილამურო ტურისტულ მიმართულებებს.
ერჯიესი
აღსანიშნავია ერჯიესის სათხილამურო ცენტრი, რომელიც ქალაქ ქაისერში მდებარეობს. იგი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტად არის ქცეული. აქ არის ასევე მთა ერჯიესი, რომელიც ცენტრალური ანატოლიის რეგიონის უმაღლესი მწვერვალად ითვლება. მისი სიმაღლე 3916 მეტრს აღწევს. სათხილამურო კურორტი ყურადღებას იქცევს ორადგილიანი საბაგიროებით, რომლებიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ატრიბუტებით. საბაგიროებით მოგზაურობისას ირგვლივ გაშლილი ხედი კი ცალკე საოცრებაა, რომელიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ.
პალანდოკენი
აღსანიშნავია პალანდოკენიც, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი სათხილამურო კურორტია თურქეთში. აქ სათხილამურო სპორტისთვის საუკეთესო პერიოდი დეკემბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება, რადგან თოვლის საფარი 150 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. კურორტი გამოირჩევა მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებით, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. იგი მდებარეობს ქალაქ ერზრუმიდან 5 კილომეტრში. აქ არის პალანდოკენის მთა, რომელიც 2011 წლის მსოფლიო უნივერსიადის ზამთრის თამაშებსა და 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ზამთრის ფესტივალს მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ New York Times-ის მიერ საუკეთესო 41 სათხილამურო კურორტებს შორის ტოპ 20-ეულშია შეტანილი პალანდოკენიც.
avianews.ge

ასევე დაგაინტერესებთ