ულინარია ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა რეცეპტებს ადამიანები ყოველთვის არ იწერდნენ და ინახავდნენ. წიგნები, ვიდეოები, ბლოგები – თანამედროვე სამყაროში კერძების მომზადების შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს. ადრე კი რეცეპტები სიტყვიერად გადაეცემოდა თაობებს.
რაც შეეხება ყველაზე ძველ რეცეპტს, რომლის პოვნაც არქეოლოგებმა შეძლეს, ის ჩვ. წ.-მდე 1730 წლით დათარიღებულ და 1900 წელს აღმოჩენილ ოთხ თიხის ბაბილონურ დაფაზეა დაწერილი. დაფები სამხრეთ ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
1980-იან წლებში არქეოლოგმა ჟან ბოტერომ ჩატარებული კვლევების შემდეგ დაადასტურა, რომ ბაბილონურ დაფებზე მართლაც რეცეპტები წერია. კერძოდ, დაფებზე წერია ბულიონის, ფრინველის ხორცისგან დამზადებული კერძის, 25 ვეგეტარიანული და ხორცის რაგუს რეცეპტები. ბევრი რეცეპტი ჰგავდა იმ კერძებს, რომლებსაც ერაყში ცხვრის ხორცისგან და ქინძისგან ამზადებენ, თუმცა ზოგიერთ რეცეპტში ინგრედიენტებს შორის ნახსენები იყო სისხლი და მღრღნელები.
ერთ-ერთ უძველეს დაფაზე ეწერა: „გამოიყენება ხორცი. თქვენ ამზადებთ წყალს, ამატებთ წვრილ მარილს, ხმელ ქერის პურებს, ხახვს, ასკალონის ხახვს და რძეს. ამ ყველაფერს ამატებთ ნიორს“.
მეცნიერების თქმით, უძველესი რეცეპტების შესწავლა ადამიანებს არსებული საკვების უკეთ დაფასებაში ეხმარება. ასევე, უძველესი რეცეპტები ცხადყოფენ საკვების კულტურულ ფასეულობას კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში.
წყარო: imedinews.ge