რომან გოცირიძის ინფორმაციით, კომპანია „ინტერრაოსა“ და „ენკასთან“ წაგებული დავების შედეგად, საქართველოს, ჯამში, 540 მლნ დოლარის გადახდა უწევს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, კომპანია „ინტერრაოსა“ და „ენკასთან“ წაგებული დავების შედეგად, საქართველოს, ჯამში, 540 მლნ დოლარის გადახდა უწევს, რაც მისი თქმით, მათ შორის, ანაკლიის აშენებისთვის იქნებოდა საკმარისი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ რუსულ კომპანია „ინტერრაოსთან”, რომელსაც ეკუთვნის “თელასი”, საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავაც წააგო და ქვეყანას 76 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. აპელაცია რომ უშედეგო იქნებოდა, ეს ძალიან კარგად იყო ცნობილი, მაგრამ დროის გაწელვის მიზნით მიმართეს ამ ხერხს. ამან თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ ქვეყანას ჯარიმის სახით დამატებით დაეკისრა 18 მილიონი დოლარის გადახა, რის შემდეგაც დასაფარი თანხის ოდენობამ 94 მილიონ დოლარს მიაღწია.
მომხდარ ამბავში პირდაპირაა დამნაშავე მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, , რომელმაც ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულება გააფორმა “ინტერრაოსთან”, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია.
ანალოგიური, ვიტყოდი კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი ნამახვანთან დაკავშირებით. საქართველომ თურქულ კომპანია „ენკასთან” წააგო პარიზის სასამართლოში დავა და ქვეყანას დაეკისრა 380 მილიონი დოლარის გადახდა. ვინაიდან მთავრობა ვერ იხდის ამ ოდენობის თანხას, თავად თურქულმა კომპანიამ გაასაჩივრა ვაშინგტონის სასამართლოში და მოითხოვა წინა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ჯარიმების გათვალისწინებით, ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოუწევს დაახლოებით 450 მილიონი დოლარის გადახდა. ამ საქმეში პირდაპირ მიუძღვის დანაშაული მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. მხოლოდ ამ ორი საქმიდან ქვეყანა კარგავს დაახლოებით 540 მილიონ დოლარს, რაც დღევანდელი კურსით 1,5 მილიარდი ლარია. ამ ფულით ქვეყანაში მრავალი პრობლემის მოგვარება იყო შესაძლებელი. ეს იმდენი თანხაა, რამდენიც ეყოფოდა ანაკლიის აშენებას. ამ მასშტაბის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს ხელისუფლება ქვეყნისათვის მიყენებული ზიანის გამოც გასამართლდება“,- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელად წარდგენაზე – ის არის კარგი ქართველი კაცი, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, არის პატრიოტი – გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე