რომან გოცირიძე – 9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა და ადგნენ და კანონი კიდევ უფრო გააუარესეს – პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს

ეს არის თავხედური და ცინიკური კანონი, იმიტომ, რომ ეს არის იმაზე უარესი, რაც დღემდე მოქმედებდა – რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს გამოყენებული ვეტოს უფლება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი საკუთარ პარტიულ ინტერესებს მოარგო.
„9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა და ადგნენ და კიდევ უფრო გააუარესეს. მათ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებული კანონპროექტი მიიღეს. რა თქმა უნდა, ამას არ უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა და უნდა იყოს გამოყენებული ვეტოს უფლება,“ – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ