მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ თამჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს.
მისი თქმით, პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
„ხელისუფლების დამარცხების ფორმულა არის ის, რომ უნდა შეიქმნას მძლავრი პოლიტიკური ცენტრი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიას გარეთ, რადგან ეს ორი პარტია დღევანდელი მოცემულობით გადალახვა 5%-იან ბარიერს. პარტიები უნდა გაძლიერდეს ცალ-ცალკე და მათ შორის, თუ „ლელოს“ განახლებული შემადგენლობა ხელს შეუწყობს ამ პარტიის გაძლიერებას და შემდეგ დიდ კოალიციაში ვიხილავთ მათ, ეს წაადგება ოპოზიციურ ფლანგს. პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. აქ მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად. ამიტომ არაფერი „ლელოს“ განცხადებაში საკრიტიკო არ არის“, – განაცხადა გოცირიძემ.