რომან გოცირიძე: შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო …

რომან გოცირიძე საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო, დღევანდელი თამაში იყო ამაზე ყველაზე ნათელი პასუხი: ბუდუც იყო, მიქაუტაძეც, კვარაცხელიაც, დავითაშვილიც და ჩაკვეტაძეც. სამი თავდამსხმელი და კიდევ ორი თითქმის თავდამსხმელი. ორი ცენტრალური თავდამსხმელით თამაში მაშინ გამორიცხული იყო.

ქოჩორაშვილი რომ დააკლდა, ფაქტია, მაგრამ მის ნაცვლად რომელიმე საყრდენს, “ცრუ ქოჩორაშვილს” რომ ეთამაშა, აჯობებდა, მაგრამ აქაც არ გაგვიმართლა, მექვაბიშვილი ტრავმირებული იყო. ამიტომ გარისკა სანიოლმა და მგონი, სხვა არჩევანიც არ ჰქონდა. გაგნიძეც ხვალ თამაშობს ახალგაზრდულში.

მოკლედ, ცენტრი სრულიად მოიშალა. კიტეიშვილის გარდა, რომელი სად თამაშობდა ცენტრში, ესეც კი გაუგებარი იყო.

წარმოგვიდგენია, ამ სუპერშემტევი შემადგენლობით რომ გვეთამაშა პორტუგალიასთან, ჩეხეთთან ან თურქეთთან, რა მოხდებოდა?

სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი წინაა. ახლა მთავარი ამოცანაა ამ, რანგით მეორე, მაღალ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რთული ორი შეხვედრა გველოდება წინ”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას