– ყველა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი – შტაბები მას შემდეგ შექმნეს, რაც მოქალაქეებმა თვითინიციატივა გამოიჩინეს, გამოკეტილი სხედან და ყავას სვამენ, შედეგი რა არის?

ყველა დიდმა თუ პატარა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი , – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლიანობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ასეთი ხელისუფლების პირობებში „ვერც უამინდობის, ვერც დემოკრატიის, ვერც ეკონომიკის პრობლემა ვერ მოგვარდება“.
„ყველა დიდმა თუ პატარა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი. ასეთი ხელისუფლების პირობებში ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრი, ვერც უამინდობას, ვერც დემოკრატიის, ვერც ეკონომიკის. ამ ერთმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა გოცირიძემ.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა თვით ინიციატივა გამოიჩინეს.
„ხელისუფლების უნარი ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. ქვეყანაში რამდენჯერაც შეიქმნა პრობლემა, იმდენჯერ განიცადა კატასტროფული მარცხი. ფაქტობრივად, ეს არის იმ ადამიანების გაწირვა, რომლებიც ამ სტიქიებს მსხვერპლია.
გამოჩნდა, რომ ხელისუფლება არ არსებობს, საქართველო არ არის , ეს არის ერთი პატარა კუთხე გურია იქნება თუ იმერეთი, სადაც მსგავსი უამინდოების თავიდან აცილებისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს მომენტალური რეაგირებისთვის, არაფერმა იმუშავა. შტაბები შექმნეს მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა თვითინიციატივა გამოიჩინეს. ქუჩის აქციებმა ქვეყანა გაზარდა. ხალხის გადასარჩენად დაირაზმა ხალხი. ამის შემდეგ შექმნეს რაღაც შტაბი. გამოკეტილი სხედან და ყავას სვამენ, შტაბის მუშაობის შედეგი რა არის?“, – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს