ფინანსთა მინისტრს – ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი

2024 წლის ბიუჯეტი, როგორც ტრადიციულად ყველა ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ, ხასიათდება ერთი და იმავე სიტყვით, ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას წარადგენს.
გოცირიძის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი არაეფექტური და არარაციონალური ხარჯვით არის გამორჩეული.
„2024 წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით არის გამორჩეული, რადგან საარჩევნო წელია. ჩადებულია ისეთი ხარჯები, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში იჩენს თავს. დაქუცმაცებული თანხების გამოყენება დაიწყება წინასაარჩევნოდ, რაღაცის გაკეთებას რომ დაიწყებენ. განსაკუთრებულად არის ეს ბიუჯეტი არაეფექტური და არარაციონალური ხარჯვით გამორჩეული.
იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები. ასევე, იზრდება შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი. ამ შტატგარეშე თანამშრომლებს სინამდვილეში ჰქვიათ „ქართული ოცნების“ საბიუჯეტო სტრუქტურებში დამალული პარტიული აქტივი. არჩევნების პერიოდში მოგვევლინებიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად და მხარდამჭერებად“,- განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)