რომან გოცირიძე: საერთაშორისო არბიტრაჟებში დღეისათვის გვედავებიან 3,3 მილიარდ დოლარს. ასეულ მილიონობით დოლარი უკვე გადავიხადეთ ან გადასახდელია არბიტრაჟებში დასრულებულ საქმეებზე

“საქართველოს მთავრობამ მის მიერ გაფუჭებული საქმეების მოსაგვარებლად, არბიტრაჟებში დავების გამო, 2016-2024 წლებში, მხოლოდ საადვოკატო მომსახურებაზე ბიუჯეტიდან დახარჯა დაახლოებით 350 მილიონი ლარი.
საერთაშორისო არბიტრაჟებში დღეისათვის გვედავებიან 3,3 მილიარდ დოლარს. ასეულ მილიონობით დოლარი უკვე გადავიხადეთ ან გადასახდელია არბიტრაჟებში დასრულებულ საქმეებზე.
კატასრტოფული შედეგები დადგა შარშან, რომლის მიჩქმალვაც უნდა მთავრობას და ხმას არ იღებს: ნამახვანის ჰესიდან ინვესტორის გაძევების შედეგად ქვეყანას დაეკისრა 383,2 მილიონი დოლარის გადახდა ( საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ICC-ის არბიტრაჟში, პარიზი), ხოლო რუსულ “ინტერრაოსთან” დავაში დაგვეკისრა 76 მილიონო დოლარის გადახდა ( სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟი).
“ინტერრაოს” საქმე დამთავრებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ნამახვანთან დაკავშირებით მხოლოდ პროცედურებზე შეიძლება ვედავოთ, დრო მოვიგოთ, მაგრამ თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შედეგები არ შეიცვლება.
460 მილიონი დოლარი ანუ თითქმის იმდენი, რამდენიც ანაკლიის აშენებას ეყოფოდა, დააკარგვინა ქვეყანას ამ რუსულმა რეჟიმმა მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში. ეს არის დიდი დანაშაული და ყელამ უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ ეს ორი ფაქტი საკმარისია, რომ “ოცნების” მთელი მთავრობა გასამართლეს. “ინტერრაოს” შემთხვევაში უშუალო პასუხისმგებელია , ხოლო თურქული “ენკას” შემთხვევაში ,” – წერს სოციალურ ქსელში.