რომან გოცირიძე – სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი – მისი შეწყალება სამართლიანია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, სწორი იქნება

სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი – მისი შეწყალება არის სამართლიანი და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება სწორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ მისი პერსონალური საკითხი, არამედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ქვეყნის მომავლისა და დეპოლარიზაციისთვისაც.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, არ არის მხოლოდ მისი პერსონალური საკითხი. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამ საქმეს აქვს მსოფლიო რეზონანსი, მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და მისი შეწყალება არის ქვეყნის მომავლის, ევროპაში ინტეგრაციის, ასევე, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი. რაც მთავარია, მისი შეწყალება არის სამართლიანი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯს, ის იქნება მართალი სააკაშვილთან, მის ოჯახთან, ასევე, მთლიანად საქართველოსთან. ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ქვეყანაში პოლარიზაციის თუნდაც მცირეოდენი განმუხტვისთვის”, – განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა