, რომელმაც ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების დანაზოგი მიითვისა, ამბობს, რომ თურმე ფასების დაწევა არის რეპრესიები- შენი დანაშაულებების გამო, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება

რომან გოცირიძე, რომელმაც ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების დანაზოგი მიითვისა, ამბობს, რომ თურმე ფასების დაწევა არის რეპრესიები- შენი დანაშაულებების გამო, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნების“ მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით“, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სწორედ რომან გოცირიძის ეკონომიკური ხედვების ბრალია. „კუპონა“ იგივე , რომელმაც 90-იანებში, ფინანსური რეფორმის შემდეგ, ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების წლების ნაშრომი დანაზოგი მიითვისა, გააქრო და გაასაღა ეს ფული ვიღაც ცეხავიტ ბიზნესმენებზე იმ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმებით, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანა სიღარიბეში და დღემდე უთანასწორო ეკონომიკა შეგვინარჩუნა, ეს ადამიანი ამბობს, რომ თურმე ფასების დარეგულირება და ფასების დაწევა არის რეპრესიები. მინდა ვთქვა, სწორედაც რომ ვემხრობი თუ ასეთი რეპრესიები იქნება.
რადგან ამ ქვეყანაში მშრომელები და ახალგაზრდები პერსპექტივას ვეღარ ვპოულობთ, რადგან 300 და 400 ლარიანი ხელფასებით შეუძლებელია თავის გატანა, როდესაც ზეთი 20 და 25 ლარი ღირს. ხორცის ყიდვაზე კი უკვე შეუძლებელია ლაპარაკი. როდესაც ახალგაზრდებს ერთი ადამიანის ნაცვლად ოთხი ადამიანის პოზიციაზე ამუშავებენ. რომან გოცირიძე, შენი დანაშაულებების გამო პირველ რიგში, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი და შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და შენნაირი ე.წ. რეფორმატორების – აცხადებს კარანაძე ვიდეოში. ამავე პოსტში კარანაძე წერს, რომ „ამათნაირი ეკონომიკური “რეფორმატორების” და მათი დამანგრეველი ანტისოციალური მემარჯვენე ეკონომიკის გამოა 35 წელი ჩვენი ხალხი უმძიმეს სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში – კოლექტიური რომან გოცირიძეები და ბენდუქიძიზმი კვლავ მშრომელი ხალხის წინააღმდეგ!“.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს