რომან გოცირიძე – რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს კობახიძე ხელს პრეზიდენტს

მე არა მგონია რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნაწილი კი ოკუპირებულია. გარდა ამისა, რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა ანუ პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია, რადგან რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, ს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
გოცირიძის თქმით, რეფერენდუმში დასმული კითხვა კონსტიტუციაში უკვე ასახულია.
“სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღეს პოლიტიკაში. ინიციატივა პოლიტიკურ ქარტიასთან დაკავშირებით სწორია და მთლიანად ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება რეფერენდუმს – ეს რთულია, რადგან რეფერენდუმს სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან რეფერენდუმში დასმული კითხვა კონსტიტუციაშია უკვე ასახული. ჩვენ გვინდა ევროპა, ეს პლებისციტით დადასტურდა და ასევე კონსტიტუციაში არის. მე არა მგონია რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. გარდა ამისა, რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა ანუ პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია. რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი უშიკიშვილი – უწყვეტ პროტესტს აქვს დიდი ძალა – ჩვენ აქ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის კი არ ვართ შეკრებილი, აქ იმისთვის ვართ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ იმ წნეხისგან, რაც მოდის რუსეთის მხრიდან