რომან გოცირიძე – რა ცვლილება უნდა სჭირდებოდეს აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ალბათ, იგულისხმება კონფედერაცია – აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა – „ქართული ოცნების“ განცხადებას შეიძლება ღალატის პროგრამა უწოდო

საუბარია აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომელსაც თურმე საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება – რა ცვლილება უნდა სჭირდებოდეს აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ფაქტობრივად, ალბათ, იგულისხმება კონფედერაცია – აღიარონ ს დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი შეფასებით, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, რასაც შეიძლება გამოცხადებული ღალატის პროგრამა უწოდო.
როგორც გოცირიძემ განმარტა, “ქართული ოცნება” პირდაპირ ს დავალებით მოქმედებს და მათი ეს განცხადება დასავლეთისაგან ქვეყნის ჩამოცილებისა და რუსეთში ინტეგრაციის პროგრამაა.
„დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა. ამას შეიძლება უწოდო გამოცხადებული ღალატის პროგრამა. პირდაპირ არის თავდასხმა როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე, რომელიც თურმე იმართება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ. ასეთი ტექსტით დღეს ლუკაშენკოც კი არ ლაპარაკობს. თანაც ოპოზიციის გასანადგურებლად და შემდეგ მათი მიზნების მისაღწევად საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების სახით მათ სჭირდებათ თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ყველა დეტალი, თუ რისთვის სჭირდება “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, ასევე შეიძლება ქვეყნის ღალატად დახასიათდეს. მაგალითად, საუბარია თურმე აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. რა ცვლილება უნდა სჭირდებოდეს აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ფაქტობრივად, ალბათ, იგულისხმება კონფედერაცია – აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო თურმე შეიძლება კონსტიტუციურად კონფედერაციულ ერთეულში გაერთიანდეს, საიდანაც გამოყოფა ელემენტარულია – ვიცით რა კონფედერაციის შინაარსი. ისევე როგორც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა გადაწყვეტილებების შესახებაც სჭირდებათ. ალბათ, იგულისხმება, მაგრამ ჯერ არ ამბობენ, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ის მუხლები, რომელიც ჩვენს ხალხს გარანტიას აძლევს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა. “ქართული ოცნება” პირდაპირ რუსეთის დავალებით მოქმედებს. მათი ეს განცხადება არის დასავლეთისაგან ქვეყნის ჩამოცილებისა და რუსეთში ინტეგრაციის პროგრამა. ეს ხელისუფლება უკვე უკიდურესად საშიში გახდა და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ამ მოღალატე რეჟიმის გასტუმრება პოლიტიკურ საიქიოში არჩევნების გზით”, – აღნიშნა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”