რომან გოცირიძე: რაც შეეხება ნახატებსა და ქანდაკებებს, ისინიც ივანიშვილის კომპანიის საკუთრებაა და ისინიც გაზრდიდა აქ გადმოტანით კაპიტალს, მაგრამ

პოლიტიკური ჯგუფის, ევროოპტიმისტების ერთ-ერთი ლიდერისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, საქსტატის წინასწარი მონაცემებით იანვრის თვეში რეალური მშპ-ს 11.1%-ით ზრდა ს ქონების ოფშორული კომპანიებიდან ახლად დარეგისტრირებულ ქართულ კომპანიებზე გადაფორმებასა და მშპ-ს დეფლატორის ხელოვნურად შემცირებას უკავშირდება.
“იანვრის თვეში მშპ-ს 11 პროცენტით ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არის მანიპულაციის შედეგი. ერთი მხრივ, საქსტატი ხელოვნურად ამცირებს დეფლატორს (ანუ, ინფლაციის მაჩვენებლით კორექტირების კოეფიციენტს), მეორე მხრივ, მშპ-ში აღირიცხა ბიძინა ივნიშვილის ის ქონება, რომელიც საქართველოში იყო ფიზიკურად (შუშის სასახლე და სხვა სახლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, მიწები, სამშენებლო და სხვა კომპანიების აქტივები და ა. შ.), მაგრამ ეკუთვნოდა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ოფშორულ კომპანიებს და გადმოფორმებული იქნა მათ მიერ საქართველოში იანვრის თვეში დაფუძნებულ კომპანიებზე. ამ ოპერაციით ფიქტიურად გაიზარდა მშპ ე. წ. “მთლიანი კაპიტალის ფორმირების” გზით, ანუ საქართველოში კაპიტალი “შემოვიდა”. სინამდვილეში, არაფერი შემოსულა, ისედაც აქ იყო.
რაც შეეხება ნახატებსა და ქანდაკებებს, ისინიც ივანიშვილის კომპანიის საკუთრებაა და ისინიც გაზრდიდა აქ გადმოტანით კაპიტალს, მაგრამ რადგან ეს საქონელი ფიზიკურად იქნა იმპორტირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მან მშპ შეამცირა იმპორტის ხაზით. კაპიტალის მატებით მშპ-ს ზრდა და იმპორტით მშპ-ს შემცირება ერთმანეთს აბათილებს და დიდი ალბათობით, მხატვრული ნიმუშების ეს ოპერაცია მშპ-ს ცვლილებაზე ნეიტრალურად იმოქმედებდა.
ზოგადად, არაერთხელ აღგვინიშნავს საქსტატის მიერ ინფორმაციის დამახინჯებისა და მისი პოლიტიკურად ინტერპრეტაციის შესახებ”. – წერს გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე