რომან გოცირიძე – პოლიტსაბჭოს წევრი ვერ იქნები, თუ არ დაგამტკიცა ყრილობამ, – ასეა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, ამიტომ ეს გაფართოება მელიას მომხრეების გადმობირების მექანიზმი უფროა, ვიდრე პარტიაში რაიმე ცვლილებების მომასწავებელი

პოლიტსაბჭოს წევრი ვერ იქნები, თუ არ დაგამტკიცა ყრილობამ. ასეა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, ამიტომ ეს გაფართოება მელიას მომხრეების გადმობირების მექანიზმი უფროა, ვიდრე პარტიაში რაიმე ცვლილებების მომასწავებელი,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პროცესი მიდის და ეს აზიანებს მთლიანად ოპოზიციურ ფლანგსაც.
“რაც შეეხება მოწოდებას, რომ ძველი წევრები დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში, პოლიტსაბჭოს წევრებს ამტკიცებს ყრილობა, სანამ ყრილობა არ იქნება და როგორც ჩანს, არ იქნება, ან დიდი ხნის მერე იქნება, ამიტომ ის ხალხი, ვინც გამოცხადდებიან პოლიტსაბჭოს წევრად, პოლიტსაბჭოს წევრები ვერ იქნებიან, უბრალოდ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასწრების უფლებას მისცემენ და ფორმალურად, სათათბირო ხმის უფლების მქონე პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება უწოდონ, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრი ვერ იქნები, თუ არ დაგამტკიცა ყრილობამ. ასეა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, ამიტომ ეს გაფართოება უფრო პოლიტიკურ მიზანს ემსახურება შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში და მელიას მომხრეების გადმობირების მექანიზმი უფროა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ცვლილებების მომასწავებელი,“ – განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, ს განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.