პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, „მავნებლურს“ უწოდებს

ოპოზიციონერი დეპუტატი „მავნებლურს“ უწოდებს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
გოცირიძის შეფასებით, ეს არის ძალიან მდარე საარჩევნო პროპაგანდა – „არც “ნაცები”, არც „ქოცები”.
მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მძიმე პროცესი და დაძაბულობა მოჰყვება.
„თუკი ხელისუფლება შეიცვალა, „ნაცმოძრაობას”, გახარიას პარტიასა და მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს. დღეს ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს.
პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის თუ რა მდგომარეობაში იყო და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან კარგად ჩანს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.
დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)