: პარლამენტში საქსტატის დღევანდელ დირექტორზე მორგებულ სპეცკანონს იღებენ – რატომ კეთდება ეს? საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა, იტყვიან, რომ ფასები შემცირდა

პარლამენტში საქსტატის დღევანდელ დირექტორზე მორგებულ სპეცკანონს იღებენ – რატომ კეთდება ეს? საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა – იტყვიან, რომ ფასები შემცირდა! – ასე ხსნის პარლამენტის ყოფილი წევრი  “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვით, საქსტატს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება.

“საქსტატის უფროსად ერთი და იგივე პირი 4-წლიანი ვადით ორჯერ შეიძლება ყოფილიყო დანიშნული. ამ ორგანიზაციის დღევანდელ დირექტორს 8 წელი ეწურება და ვადა გასდის. პარლამენტში იღებენ ამ პირზე მორგებულ სპეცკანონს, რომლის მიხედვითაც, ამ თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა შესაძლებელი იქნება. რატომ კეთდება ეს? ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანიის წარმატებულად წარმოსაჩენად. იტყვიან, რომ ფასები შემცირდა.

საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა. იგი აყალბებს მონაცემებს, ზრდის მშპ-ს და ამცირებს ინფლაციის მაჩვენებლებს, მანიპულაციებს სხვა მიმართულებითაც ეწევა. ასეთი ახალი კადრის გამოზრდას დრო სჭირდება, თანაც სადაა გარანტია, რომ არ გიმტყუნებს. აგერ ეს კაცი კი 8 წელიწადია პარტიას მონურად ემსახურება. დაიმსახურა პერსონალური კანონის მიღება, აბა რა“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი