პარლამენტში ახალ კანონპროექტს არეგისტრირებს, რომელიც სამი სახის: სინდისის, ნამუსის და ზნეობის პოლიციის, აგრეთვე, ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსის შექმნას ითვალისწინებს

“ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მისი განმარტებით, „პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი ტროლი-კანონპროექტი, რომელიც ამხელს და დასცინის უზნეო ხელისუფლებას და ამით ხელს უწყობს მის დასუსტებას“.
მისი თქმით, წარმოდგენილი ინიციატივით, დამატებით შეიქმნება სამი სახის პოლიცია: სინდისის პოლიცია, ნამუსის პოლიცია და ზნეობის პოლიცია, აგრეთვე ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ეს კანონპროექტი საქართველოს გაუთქვამს სახელს და მოხვდება გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პირველი „ფეიკ-კანონპროექტი“, კანონპროექტის ავტორი კი დამსახურებულად იქნება წარდგენილი ანტინობელის პრემიაზე.
„წარმოდგენილი ინიციატივით დამატებით შეიქმნება სამი სახის პოლიცია: სინდისის პოლიცია, ნამუსის პოლიცია და ზნეობის პოლიცია, აგრეთვე ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი. სინდისის პოლიცია მიხედავს უსინდისოებს, ნამუსის პოლიცია უნამუსოებს, ხოლო ზნეობის პოლიცია უზნეოებს. გარდა ამ სამი ახალი უწყებისა, შეიქმნება ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი, რომელიც დაიცავს მამა-პაპურ ადათ-წესებს.
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. მსგავსი უწყებები წარმატებით საქმიანობენ ირანში, თალიბანის ავღანეთში, აზიისა და აფრიკის მეგობარ სახელმწიფოებში. ეს ქვეყნები გადაურჩნენ ზნეობრივ გადაგვარებას და შეინარჩუნეს ტრადიციული ფასეულობები.
კანონის მიღება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან საჭირო გახდება წელიწადში 41 მილიონი ლარის გამოყოფა.
პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი ტროლი-კანონპროექტი, რომელიც ამხელს და დასცინის უზნეო ხელისუფლებას და ამით ხელს უწყობს მის დასუსტებას. ეს კანონპროექტი საქართველოს გაუთქვამს სახელს და მოხვდება გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პირველი „ფეიკ-კანონპროექტი“. კანონპროექტის ავტორი დამსახურებულად იქნება წარდგენილი ანტინობელის პრემიაზე,” – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები

ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში