რომან გოცირიძე: ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, მოხდა კატასტროფა. ამას მხოლოდ 25 ნოემბერს გაამხელს ეროვნული ბანკი

სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მიერ სექტემბრის თვეში აუქციონის გარეშე ( ფარულად) გაყიდული უცხოური ვალუტის რაოდენობა. მან 103,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ რიშობდით.

ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, მოხდა კატასტროფა. ამას მხოლოდ 25 ნოემბერს გაამხელს ეროვნული ბანკი. როგორც აუქციონით, ასევე აუქციონის გარეშე, ჩვენი გაანგარიშებით ( რაშიც თითქმის არასდროს ვცდებით), ეროვნულმა ბანკმა გაყიდა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი. სექტემბერ-ოქტომბრის თვეში სულ 700 მილიონ დოლარამდე რეზერვები დაიკარგა. ამის აღდგენას დასჭირდება წლები.

ესაა “ქართულო ოცნების” დანაშაულებრივი პოლიტიკის მხოლოდ ერთი შედეგი, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკი აფარებს,” – წერს რომან გოცირიძე

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ