რომან გოცირიძე – ნებისმიერი პარტია, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს და გარეთ დარჩება, ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იცვლება – გახარიას გარეთ დარჩენა კატასტროფა იქნება ოპოზიციისთვის

ნებისმიერი პარტია, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს და გარეთ დარჩება, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იცვლება , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
გოცირიძის თქმით, ის კვლევები, რომელიც „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა, ოპოზიციურ პარტიებს დამშვიდების საფუძველს არ უნდა აძლევდეს
„კვლევას აქვს თავისი სპეციფიკა, სხვადასხვა დროს ტარდება და კვლევის შედეგებს ნუ გავაიგივებთ ს შედეგებთან. კვლევამ არ უნდა მისცეს პარტიებს გულარხეინობის, დამშვიდების საფუძველი, ვინაიდან, ამ კვლევას თავისი სპეციფიკა აქვს და ალოკაციაც ძალიან პირობითია. საქართველოში, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ცხრა არჩევნები ჩატარდა, აქედან ორი იყო უბარიერო, დანარჩენ შვიდ შემთხვევებში არასდროს ამდენ პარტიას არ გადაულახავს ბარიერი. წარმოუდგენელია, რომ ხუთი ოპოზიციური პარტია გავიდეს, უდიდესი რისკები არსებობს თუნდაც დღეს არსებული კონფიგურაციის პირობებში, მაგრამ შესაძლებელია. ამ ოთხი ცენტრის პირობებში – „ნაციონალური მოძრაობა,“ „გახარია საქართველოსთვის,“ „ლელო“ და „ახლები“ – ესეც დიდ რისკებს შეიცავს და თუ ჩვენ დავაჯამებთ ამ გამოკითხვის შედეგად მიღებულ რიცხვებს – აქეთ ყველას აქვს 10-10% და ცოტა მეტი, იქ „ნაციონალურ მოძრაობას“ – 17-20%, მაშინ მარტო ამ ხმებით, თურმე, ხელისუფლება დაგვიმარცხებია.
დღეს არის შიშები, რომ თუ არ გამსხვილდებიან, შესაძლოა, ბარიერს მიღმა დარჩნენ და ნებისმიერი პარტია თუ გარეთ დარჩება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იცვლება და ტყუილია იმაზე საუბარი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გახარია ბლოკს არ შეკრავს. თუ თავის ამომრჩეველს ასე უნდა ელაპარაკოს, ელაპარაკოს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ყველამ თავ-თავისი ამომრჩეველი წაიყვანოს და გახარიას გარეთ დარჩენა იქნება კატასტროფა ოპოზიციისთვის, ვინაიდან, რეალურად „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში“ , – განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატის განმარტებით, შეუძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე პარლამენტში რომელიმე ბლოკი შეიქმნას. იმ შემთხვევაში, თუ ოთხი ოპოზიციური პარტია ბარიერს გადალახავს, ახალი კოალიციური ხელისუფლების შექმნის საფუძველი იქნება.
„შეუძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე რომელიმე ბლოკი შეიქმნას. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კი არ კრავს გახარია ან ნებისმიერი სხვა, არამედ ოპოზიციურ კოალიციას ქმნის, რომელს ერთ-ერთი რიგითი წევრი იქნება „ნაციონალური მოძრაობა,“ ოღონდ, მთლად რიგითიც არა, რადგან რეიტინგით ყველაზე მაღალი შედეგები აქვს.
მთავარია, ამ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, გადალახვის შემთხვევაში, ახალი კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი იქმნება. შეუძლებელია, რომელიმე ერთი გამოაკლდეს და მერე ხელისუფლება შეიცვალოს. ჯერ კიდევ არის რისკები, რომ ამ ოთხიდან ერთი გარეთ დარჩეს, ამიტომ არ არის კარგი, როდესაც კოალიციები იქმნება არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, გრაფიკს ჩამორჩება ოპოზიცია, რაც ახლა ხდება, ეს უნდა მომხდარიყო 6 თვით ადრე. ასევე სიებში ადგილის განაწილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიები ანგრევს მერე კოალიციებს, რადგან ყველა პარტიას თავისი ინტერესები გააჩნია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს