რომან გოცირიძე – მთავრობამ გადაწყვიტა, საპენსიო სააგენტოში აკუმულირეული 5 მლრდ ლარი ისეთ პროექტებში დახარჯოს, რომელიც დიდი რისკის შემცველია – ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული

დღეისათვის საპენსიო სააგენტოში 5 მლრდ ლარი არის აკუმულირებული და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული დახარჯოს ისეთ პროექტებში, რომელიც არის დიდი რისკის შემცველი და რომელსაც მარტივად თუ ვიტყვით, პოლიტიკური და კორუფციული სუნი ასდის – ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში დაანონსებული ცვლილები შეაფასა.
მისივე თქმით, ეს ფული შეიძლება ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ ფულის დაკარგვა, ან მისგან მიღებული შემოსავლის შემცირება.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, “ევროოპტიმისტები” ალტერნატიულ კანონპროექტს ამზადებს.
“საპენსიო დანაზოგები არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი შრომით შექმნილი და ის უნდა მოხმარდეს მათ მშვიდ სიბერეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს თანხები აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. დღეისათვის, 5 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული დახარჯოს ისეთ პროექტებში, რომელიც არის დიდი რისკის შემცველი და რომელსაც მარტივად თუ ვიტყვით, პოლიტიკური და კორუფციული სუნი ასდის. ამ ცვლილებების მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ფონდის მართვა მთლიანად გადადის მთავრობის ხელში, ჩამოცილებულია პარლამენტი, უცხოელი სპეციალისტები. ეს ფული შეიძლება ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ამ ფულის დაკარგვა ან მისგან მიღებული შემოსავლის შემცირება. ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ვამზადებთ ალტერნატიულ კანონპროექტს და მალე წარმოგიდგენთ,” – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად