: მაშინ, როცა რუსეთს გაზი ჩაუწვა ევროპის ბაზრის დაკარგვის გამო, საქართველოს გაუძვირა. ამის გახმაურება არ იყო მთავრობის ინტერესში

“ფორმულას” ეთერში ნაჩვენებმა ანონსმა, სადაც საუბარია მთავრობის დადგენილებაზე, შეიძლება სერიოზული სკანდალი გამოიწვიოს. მთავრობამ გაასაჯაროვა “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო დანართები.
როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს? პოსტსაახალწლო დაუდევრობით? წესით უნდა გამოქვეყნებულიყო მთავრობის დადგენილება “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, ხოლო დანართები, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს, უნდა დაეხურათ. ეს გამოეპარათ. ეს არის ჩემი მთავარი ვერსია.
მეორე ვერსია შეიძლება იყოს პოლიტიკური: კობახიძემ გაასაჯაროვა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რაც ბუნებრივად ბადებს კითხვას-მაშინ რატომ არის იმჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ “გაზპრომთან” გაფორმებული სატრანზიტო, ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულება დღემდე საიდუმლო?
კონფიდენციალობის დარღვევის გამო უკვე “გაზპრომს” შეეძლება მთავრობისათვის საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილი.
მოკლედ, დიდი იაღლში მოხდა. რუსეთისგანან გაზის შესყიდვის ფასებმაც გაჟონა, რომელიც ამ საიდუმლო დანართში იყო მოცემული.
მაშინ, როცა რუსეთს გაზი ჩაუწვა ევროპის ბაზრის დაკარგვის გამო, საქართველოს გაუძვირა. ამის გახმაურება არ იყო მთავრობის ინტერესში პოლიტიკურადაც. ესეც ხაზს უსვამს მომხდარი ფაქტის უცნაურობაზე” | წერს სოციალურ ქსელში.