რომან გოცირიძე – ის, რაც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ნათლად აჩვენებს, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ სამედიცინო დარგი

ის, რაც გუშინ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ნათლად აჩვენებს, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ სამედიცინო დარგი, – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, მ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პირობებში, ჯანდაცვის სისტემაში მილიონობით ლარი „გაიფლანგა“.
„ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სანამ იგი მივიდოდა, ანუ 9 ნახევარი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ პერიოდში, ეს სისტემა იყო საშინელ მდგომარეობაში, რა დახვდა ასეთი მინისტრს და სად არიან ის მინისტრები, სად არის სერგეენკო, აქ რომ დეპუტატი იყო, სად არის ტიკარაძე, რომელიც თქვენი პოლიტსაბჭოს წევრია თუ აღარ არის?გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, გადაეფარა და იცავს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს და თუ იმ 9 წელში, სანამ ის მოვიდოდა, საშინელებები ხდებოდა, იმ 9 წელში ღარიბაშვილიც იყო რამდენიმე წელი პრემიერ-მინისტრი. საოცრებებს ამბობს ეს კაცი, რომ მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს და მთელი ამბები იყოო, ციტირებას ვახდენ. პირდაპირ დანაშაულია, რასაც წერს, რომ საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა საეჭვო წარმოშობის დაურეგისტრირებელი ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანა და მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ საქმეშიო, ის კი არ წერია, ჩართული იყოო, ახლაც ჩართულიაო. წარმოგიდგენიათ, ონკოლოგს 100 პაციენტი მაინც ხომ ეყოლება და 6 ათასი ადამიანი, შეიძლება მეტიც, მოიხმარდა მედიკამენტებს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სახიფათო მათი ჯანმრთელობისთვის. საოცრებებია, რასაც იგი წერს. მეტი საოცრებაა ის, რომ რაც დახვდა (რომ მივიდა), იმის შემდეგ რომ კარგად ყოფილიყო საქმე, ახალი პრემიერ-მინისტრი არ მოხსნიდა მას. მისი გათავისუფლება კურიოზულია, დანიშვნიდან 2 კვირის თავზე როდის იყო მინისტრთა კაბინეტის წევრს უშვებდნენ ანუ მისი მუშაობის დროსაც აღმოაჩინა ისეთი ფაქტები, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი იყო, გამოდის ეს ორი წელი მის პერიოდში ასევე ცუდი ყოფილა. ჯამში რა გამოდის? გამოდის ის, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში ჯანდაცვაში ასეულობით მილიონი იფლანგებოდა, როგორც თავად ის ამბობს და ჯანდაცვის სისტემა დღემდე იმ მდგომარეობაშია, როცა იქ მკურნალობა ადამიანებისთვის არის სახიფათო,“- განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გოცირიძის თქმით, ახლანდელი და წინამორბედი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება,
„რესპუბლიკურთან დაკავშირებით გაათავისუფლესო,“ მაგრამ რესპუბლიკურის მიმართ დამოკიდებულება ახალ და ძველ პრემიერ-მინისტრებს შორის არაფრით განსხვავდება. ღარიბაშვილი ამბობდა, დავანგრიოთ რესპუბლიკური საავადმყოფო, კუთხეში იქ, სადღაც პატარა ავაშენოთ და მთელი უზარმაზარი ტერიტორია ინვესტორებს გადავცეთო, ამბობს პირიქით – ჯერ იქ, უკანა ეზოში ერთი საავადმყოფო ავაშენოთ და უზარმაზარი ტერიტორია ინვესტორებს ანუ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ სამშენებლო ბიზნესს გადავცეთო,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ