: ივანიშვილი კი არა, „ჭ“ კლასის დეპუტატი არ დაგვიჯდება ოპოზიციას სალაპარაკოდ ტელეეთერში – ივანიშვილი ალბათ, ერთხელ მივა პანაშვიდზე, ორჯერ ეკლესიაში, ერთხელ თეატრში და ეს იქნება მისი ჩრდილიდან გამოსვლა

ივანიშვილი კი არა, „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგვიჯდება სალაპარაკოდ ტელეეთერში – ივანიშვილი ალბათ, პანაშვიდზე, ეკლესიაში და თეატრში მივა, ეს არის მისი ჩრდილიდან გამოსვლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას გუნდის მოთხოვნა, რომ ივანიშვილმა საჯაროდ გასცეს კითხვებს პასუხი, ლოგიკურია, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, რადგან მას „ჩაწყობილი კითხვებისაც“ კი ეშინია.
„წინასაარჩევნოდ ნორმალურ ქვეყნებში ელემენტარული კულტურის და ამომრჩევლის პატივისცემის საკითხია გაიმართოს დებატები. დებატებში პირველ რიგში მონაწილეობას უნდა იღებდეს მმართველი პარტიის წარმომადგენელი. მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერი კი არა „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგიჯდება სალაპარაკოდ და არც სახელისუფლებო მედიები დაგითმობენ ეთერს ოპოზიციას. ისინი ბოიკოტს უცხადებენ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებს და დადიან მხოლოდ სახელისუფლებო მედიაში, სადაც ოპოზიციასაც კი არ ეძახიან. ამიტომ “ქართული ოცნების” საშუალო რანგის ლიდერთან შეხვედრაც კი ვერ მოხდება, არათუ ივანიშვილთან დებატები. თავისთავად მოთხოვნა, რომ გამოვიდეს ის კაცი, რადგან ნახევრად გამოვიდა ჩრდილიდან და დაჯდეს და იდებატოს ოპოზიციასთან, არის ლოგიკური, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, არათუ ოპოზიციასთან, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთანაც არ დაჯდება იმდენად ეშინია, თუნდაც, ჩაწყობილი შეკითხვების. ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გამოჩნდეს, ერთხელ მივა პანაშვიდზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ პანაშვიდზე მისვლა არ მოუწევს და დიდხანს იცოცხლებენ ის ადამიანები, რომელთანაც ივანიშვილი შეიძლება მივიდეს, ორჯერ მივა, ალბათ, ეკლესიაში აღდგომას და ერთხელ თეატრში, დაახლოებით ეს არის ალბათ, ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით