– ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა – კარგიც არის რაღაც გაგებით, თუ ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე

ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა – ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გოცირიძე განმარტავს, ივანიშვილმა „რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა“.
„ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა.
გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ს გემოვნებაში კი ზის, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს-მეთქი.
დაჩი ბერაია, , ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლამენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი მეთქი. დავცინოდი და რა თქმა უნდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი.
რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა.
ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა.
კარგიც არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- წერს გოცირიძე „ფეისბუქ“ გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან