– ივანიშვილის განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი – „ქართული ოცნება“ ეწევა რუსეთის „გათეთრებას“, ხოლო ომის წამოწყებაში ბრალს -სა და დასავლეთს სდებს

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი – „ქართული ოცნება“ ეწევა რუსეთის გათეთრებას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში მის გამართლებას, ხოლო წამქეზებლობასა და ომის წამოწყებაში ბრალს -სა და დასავლეთს სდებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
გოცირიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებები სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით, სწორედ რუსეთია დამნაშავე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.
„პარადოქსია, მაგრამ საერთაშორისო სასამართლოებში „ქართული ოცნების” პოზიციას ეწინააღმდეგება დღევანდელი “ქართული ოცნება” – დღევანდელი ივანიშვილი გამოდის გუშინდელი ივანიშვილის წინააღმდეგ!
ხელისუფლება ღალატის გზას დაადგა და რუსეთის ღია მოკავშირე გახდა. ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებამ რუსეთის ხელისუფლების აღფრთოვანება რომ გამოიწვია, ეს ბუნებრივია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, გორში, “ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: – “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს