– ივანიშვილმა თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს, მას აქვს გათვლა, რომ სახელისუფლებო პირის დასანქცირება დასავლეთისთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს თავშესაფარი ვერ იხსნის სანქციებისგან

9 პირობის შეუსრულებლობის, განსაკუთრებით არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ივანიშვილი ვერ ასცდება სანქციებს – თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს, მაგრამ ეს თავშესაფარი ვერ იხსნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, სტატუსის მიღებამდე დასავლეთი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, თუმცა, ივანიშვილმა იცის, რომ ეს ასე არ გაგრძელდება.
„ივანიშვილის ნაწილობრივ ლეგალიზაციის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ კარგად გრძნობს, არ იქნება ისეთივე მიდგომა საქართველოს ხელისუფლების და მისი არაფორმალური მმართველობის მიმართ, როგორიც სტატუსის მიღებამდე იყო, რადგან სტატუსის არმიღება შესაძლოა, აღმოჩენილიყო ქვეყნისთვის წარმოუდგენლად დიდი პოლიტიკური ზიანის მომტანი, განსაკუთრებით რუსეთის კონტექსტში. ამიტომ ევროკავშირი და ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარემოცვის დიდი ნაწილი, მაგალითად, მოსამართლეები და ფარცხალაძე მაინც დასანქცირდა, უფრო ლმობიერი მიდგომა ჰქონდათ. ახლა უკვე აბსოლუტურად სხვა რეალობაა, 9 პირობის შეუსრულებლობის პირობებში და განსაკუთრებით არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში ვერ ასცდება სანქციებს, სწორედ ამიტომ მან თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს, გააიგივა თავი ხელისუფლების ნაწილად და სახელისუფლებო პირის დასანქცირება არ იქნება ადვილი დასავლეთისთვის. ეს გათვლა აქვს მას, მაგრამ ეს თავშესაფარი მას ვერ იხსნის სანქციებისგან, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი რამ გახდა ნათელი, მეტად გამოვიდა სააშკარაოზე მისი რუსეთთან კავშირები და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ასე რომ, ის ვერ გადაურჩება სანქციებს როგორი პარტიული პოსტიც არ უნდა ჰქონდეს მას,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)