რომან გოცირიძე – თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს – მას სანქციები სანატრელი გაუხდება

თუ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს – მას სანქციები სანატრელი გაუხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა მ განუცხადა.
გოცირიძის შეფასებით, ცივილიზებული სამყაროსთვის “ქართული ოცნების” ხელისუფლება კეთროვანი, მოკვეთილი ხელისუფლებაა.
“სახელისუფლო გუნდი არის ს კლანი, რომელიც მთელს მსოფლიოს სძულს – ეს არის ადამიანთა ხროვა, რომელთაც მეგობარი არა ჰყავთ! ეძებენ მეგობარს! საქართველოს პრემიერ მინისტრი დადგა ტერორისტის გვერდით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირანში ააფეთქეს, ხოლო ცივილიზებული სამყაროდან არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრობს.
ამიტომ, რაც არ უნდა ილუღლუღოს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, მას არც საქართველოს მოქალაქეები დაუჯერებენ და დასავლეთსაც ვერდიქტი აქვს გამოტანილი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”