რომან გოცირიძე – დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ორბანის მორიგი თაღლითური მცდელობები დამთავრდება ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდის წაგლეჯით და ის ვერ დაადებს ვეტოს უკრაინის გაწევრიანების პროცესს

შეუძლებელია საქართველომ, ბოსნია – ჰერცეგოვინამ და მოლდოვამ უკრაინისგან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე სტატუსი, გაფართოების ამ პროცესში არ იქნება არც ერთი ეს ქვეყანა ცალკე წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა მ განაცხადა.
გოცირიძე ვარაუდობს, რომ ორბანი რამდენიმე მილიარდის მიღებას ევროკავშირისგან შეძლებს და საკითხი დაბლოკილი არ იქნება.
„უნგრეთი უკიდურესად ამაზრზენად იქცევა, ვაჭრობს ფაქტობრივად. ორბანი ფაქტობრივად ჩამოყალიბდა როგორც უნგრელი ლუკაშენკო, რომელიც არის გამომძალველი და თავის ხრიკებით უნდა ის გაყინული ფული, რომელსაც ევროკავშირი უნგრეთს იმის გამო არ აძლევს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნორმები ირღვევა და ახლა ფაქტობრივად აშანტჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხით.
ბუნებრივია, ამ საკითხის გადადება უნგრეთის მოთხოვნით, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, გამოიწვევს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხებას ყველა იმ ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლის საკითხიც ახლა უნდა განხილულიყო, მაგრამ ვიცით რა, ორბანის ვირეშმაკობა, მისი განცხადებები, რომ საფრანგეთში მოლაპარაკებებს დაიწყებს, საუბარია, რომ ზელენსკისაც შეიძლება შეხვდეს და ა.შ. როგორც ყოველთვის რაღაცას ბოლო მომენტში გამოსტყუებს ხოლმე ევროკავშირს და შემდეგ იცვლის პოზიციას, პირადად ჩემი აზრია, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. თუმცა, მან რამდენჯერმე დაბლოკა ს სანქციების ის ნაწილი, რომელიც მის ინტერესებში შედიოდა, მაგალითად მე-12 პაკეტში უნდა ყოფილიყო აკრძალვა ატომური სადგურებისთვის საჭირო ნედლეულის შესყიდვაზე ევროკავშირში და უნგრეთმა ამას დაადო ვეტო. მისი გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა ეხმარება რუსეთს და ის შეგვიძლია განვიხილოთ რუსეთის მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს.
შეუძლებელია საქართველომ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და მოლდოვამ უკრაინისგან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე სტატუსი. გაფართოების ამ პროცესში არ იქნება არც ერთი ეს ქვეყანა ცალკე წარმოდგენილი, მაგრამ დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ორბანის მორიგი ასეთი თაღლითური მცდელობები დამთავრდება ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდის წაგლეჯით და ორბანი ვერ დაადებს ვეტოს უკრაინის გაწევრიანების პროცესს, რაც ბუნებრივია მთელი პაკეტის განხილვის საფუძველი გახდება 15 დეკემბერს ევროკავშირში“, – განაცხადა გოცირიძემ.