რომან გოცირიძე – დასავლეთიდან ყველანაირი სახის დაფინანსება შეწყდება, რადგან საქართველო დასავლეთისადმი მტრული, ხოლო რუსეთთან მეგობარი სახელმწიფო გახდა

დასავლეთიდან ყველანაირი სახის დაფინანსება შეწყდება, რადგან საქართველო დასავლეთისადმი მტრული, ხოლო რუსეთთან მეგობარი სახელმწიფო გახდა – ეს მხოლოდ დასაწყისია!, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ განუცხადა.
გოცირიძის შეფასებით, პროცესები შეიძლება ისე წავიდეს, რომ ქვეყანას გზის გაყვანის ფულიც არ ჰქონდეს, რაზეც პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკისრება.
გოცირიძის თქმით, “ამომრჩეველმა “ქართული ოცნების” ხელისუფლება პოლიტიკურ საიქიოში უნდა გაუშვას”.
“ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი გაჩერდა -დან, გერმანიიდან, ევროკავშირიდან, დანიიდან. თუ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკა ასე გააგრძელა, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევა.
ამას კატასტროფული შედეგები ექნება, რადგან დახმარებების შეჩერებას დომინოს პრინციპით მიჰყვება არამხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დახმარების შეწყვეტა, არამედ დაფინანსების შეწყვეტა ისეთი საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ანუ მთელი ის მილიარდობით ინვესტიციები, რაც ევროკავშირთან დაკავშირებული სტრუქტურების მიერ ხორციელდება.
ეს კატასტროფა იქნება, მაგრამ საუბარი იმის თაობაზე, რომ მეგობარი სახელმწიფო რატომ უნდა გვასანქცირებდეს – ასანქცირებენ ჩრდილოეთ კორეასაც, ირანსაც და რუსეთსაც, რადგან მთავრობები არიან ის შემოქმედები, რომელთა მიერ გაწეული პოლიტიკა ვნებს ქვეყანასა და ხალხს – ასანქცირებენ მთავრობას!
დასავლეთის ქვეყნების დახმარების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტში მიდიოდა, ზოგი ლარის გამყარებას ემსახურებოდა. პანდემიის პერიოდში მთელი 1.2 მილიარდი ვაქცინებისთვის გამოიყო. დასავლეთის დახმარება ხმარდება სოციალურ სფეროს, ჯანდაცვას, განათლებას და ასე შემდეგ.
ყველამ ძალიან კარგად იცის დასავლური დახმარებების სად მიდიოდა – მიდიოდა საქართველოს ოჯახების შიმშილისგან გადასარჩენად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.