რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა მ განუცხადა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, რისკები არსებობს, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის.
„ოპოზიციამ შეგნებულობა მაინც გამოიჩინა და თუ სამი თვის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, როდესაც ყველა ამბობდა, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე გავიდოდა და 5%-ს გადალახავდა, მიხვდნენ რა გაერთიანების აუცილებლობას, გაერთიანდნენ.
არჩევნების წინ ოპოზიცია წარმოდგენილია ოთხი ბლოკით – დიდი ალბათობით, ოთხივეს აქვს ბარიერის დაძლევის შანსი, თუმცა ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა. რისკები არსებობს, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის.
ოპოზიციის კარგი მუშაობის შემთხვევაში, თუ ბარიერს ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება გადალახავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე