რომან გოცირიძე – გარდა მრავალი შეცდომისა და დანაშაულისა, რაც სებ-ში თურნავას მოსვლის შემდეგ მოხდა, ის წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილების რევიზიას ეწევა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ცვლის

გარდა მრავალი შეცდომისა და დანაშაულისა, რაც სებ-ში თურნავას მოსვლის შემდეგ მოხდა, თურნავა წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილების რევიზიას ეწევა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ცვლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა მ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარმოადგენს.
გოცირიძემ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. გარდა ამისა, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ტენდენცია ძველებურად სარისკოა და ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკი არსებობს.
„გარდა მრავალი შეცდომისა და ვიტყოდი, დანაშაულისა, რაც ნათია თურნავას ეროვნულ ბანკში მოსვლის შემდეგ მოხდა და დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება ს აგენტისა და სანქცირებული პირისთვის დროის მოგების საშუალების მიცემა, რომ მისი ფინანსები რუსეთში გადაეტანა, ქალბატონი ნათია, ასევე, ეწევა წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილების რევიზიას. ის, ფაქტობრივად, ცვლის ფულად- საკრედიტო პოლიტიკას. სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კომერციულ ბანკებთან არის დაკავშირებული. მან ეს ახსნა იმით, რომ ბანკებს მეტი ფული დარჩებათ. ეროვნული ბანკის მიზანი არ არის ბანკების ფულით მომარაგება და ის, რომ ბანკებს მეტი ფულით დარჩეთ. მისი მიზანია ისეთი საზედამხედველო და მონეტარული პოლიტიკის გატარება, რომ ქვეყანაში იყოს ფინანსური სტაბილურობა, არ იყოს ინფლაცია, ლარი იყოს სტაბილური. დღეს ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი ყიდის იმ დოლარებს, რაც რუსეთიდან შემოდის. ტენდენცია ძველებურად სარისკოა, ლარის გაუფასურების, ფასების ზრდის რისკი არსებობს და ამ დროს აცხადებს კომერციული ბანკების გულის მოსაგებად რაღაც ნორმების შერბილებას. თურნავა გრძნობს რა მძიმე მდგომარეობაა, დადის სხვადასხვა უწყებაში, ტელევიზიებში, ხვდება ვიღაცებს, რეკლამებზე ჩანს და ბანკების საამებელ ნაბიჯებს დგამს. ერთ-ერთი სარისკო ნაბიჯი იყო უკრაინული კრიპტობირჟისთვის ციფრული ბანკის გახსნის ნების მიცემა, ამ კრიპტობირჟის დამფუძნებელი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც გაქცეულია და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მხოლოდ „დაგუგლვაა“ საჭირო, რომ დავინახოთ, რამდენად არასანდო პარტნიორი შემოჰყავს საქართველოში,“ – განაცხადა გოცირიძემ.