რომან გოცირიძე განმარტავს, რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური რეჟიმი

პარლამენტის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური – წინასასანქციო რეჟიმი, რომელშიც დროების ინფორმაციით, ს საზღვარგარეთ მცხოვრები შვილები იმყოფებიან.
“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ფაქტობრივად ის [ბიძინა ივანიშვილი] დააყენა სანქციების კანდიდატად, ეს უკვე არის სიგნალი კომერციული ბანკებისთვის. ბანკები ამას არ უყურებენ, ამ მომენტისთვის ის არის თუ არა სანქცირებულთა სიაში, ვინაიდან შეიძლება ის იყოს პირი, რომელთან ურთიერთობაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ბანკებს. ამიტომ, ბანკები, ასეთ შემთხვევაში, პრევენციულ ზომებს იღებენ, რაც ნიშნავს, რომ უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს – ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ.
არ უზღუდავენ პირადი საჭიროებისთვის ხარჯებს, მაგალითად, რუსი ოლიგარქებიც კი, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, მათ თვეში 50 ათასი ფუნტის დახარჯვის უფლება აქვთ საწვავზე, საჭმელზე, სასმელზე და ერთ-ერთი ჩიოდა, ეს არ მყოფნის, რომ დამლაგებელს ფული გადავუხადოო, ვლაპარაკობ მილიარდერზე, რომელსაც დაყადაღებული აქვს მთელი ქონება და აქტივები. ანუ – არსებობს ნაწილობრივი სანქციის რეჟიმი, პრესანქციური”, – ამბობს რომან გოცირიძე.
***