: ბრიტანეთის სანქციების შემდეგ “იმედი” ევროკავშირის სანქციებსაც გამოჰკრავს ხელს. კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდო მათი მავნებლობის შესახებ-გააყალბეს ევროკავშირის წერილის შინაარსი

ბრიტანეთის სანქციების შემდეგ “იმედი” ევროკავშირის სანქციებსაც გამოჰკრავს ხელს. კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდო მათი მავნებლობის შესახებ-გააყალბეს ევროკავშირის წერილის შინაარსი. ყულევი არ დასანქცირდა, რადგან მტკიცებულებები არ აღმოაჩნდა ევროკავშირსო. სინამდვილეში ამ წერილში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ და “სოკარმა” პირობა დადო, რომ მეტს არ იზამენ, მოიქცევიან წესიერად და მომავალში დაიცავენ სანქციების მოთხოვნებს. მოკლედ, პატიება ითხოვეს. აპატიეს აზერბაიჯანის ფაქტორის გამო.
დაიმახსოვრეთ, “იმედის” დღევანდელი სიცრუე აუცილებლად იქნება მოყვანილი სანქციების დაწესების დასაბუთებისას. რუსეთს აფარებენ ხელს, რომლის სანქცირებული ნავთობი სანქცირებული გემებით გადის მსოფლიო ბაზარზე ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ყულევის პორტის მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო