: არ ერევა ღმერთი ასეთ საკითხებში და ტყუილად ნუ გადააბრალებენ მას საკუთარ უპრინციპობას თუ წარუმატებლობას

ყოფილი პარლამენტარი, :

ნუ თვალთმაქცობენ მღვდლები-პატრიარქის არჩევა უფლის ნება კი არ იქნება, არამედ მათი ნება. უფალს უნდა რომ გადააბრალონ მოსალოდნელი შედეგი.

ქუჩაში ხალხი დაწამლეს და დაასახიჩრეს და ხმა არ ამოუღიათ და ახლა გახდებიან ანგელოზები? რასაც ხელისუფლება სჩადის, მათი აზრით, ესეც ღვთის ნებაა?

ხმას მე კი არ ვაძლევდი, უფალი ჩამძახოდაო, ასე იტყვიან.

როცა ლეგენდარული იოჰან კრუიფი ესპანეთში გადავიდა მწვრვთნელად, რელიგიასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა და ასეთი პასუხი გასცა: “რელიგიური ადამიანი არ ვარ. ესპანეთში მოედანზე შესვლამდე პირჯვარს ორივე გუნდის 22-ვე ფეხბურთელი იწერს. ეს რომ მართლა მუშაობდეს, ყველა მატჩი ფრედ დასრულდებოდა“.

არ ერევა ღმერთი ასეთ საკითხებში და ტყუილად ნუ გადააბრალებენ მას საკუთარ უპრინციპობას თუ წარუმატებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ