რომან გოცირიძე – არავინ ეხმარება „ქართულ ოცნებას“ – არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც დასავლეთი და არც ამომრჩეველი, ეხმარება 5%-იანი ბარიერი, რომლის „ოცნების“ მოწინააღმდეგედ გადაქცევის პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას

არავინ ეხმარება „ქართულ ოცნებას“ – არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც დასავლეთი და არც შიდა ამომრჩეველი, ეხმარება 5%-იანი ბარიერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
გოცირიძემ ოპოზიციური გაერთიანებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიდან მოწინააღმდეგედ გადაქცევის პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
„ამ წუთას არაფერია გარკვეული ოპოზიციის ფლანგზე, ერთადერთი დადებითი ფაქტორი არის ის, რომ გამოიკვეთა ოთხი ბლოკშემქმნელი სტრუქტურა და ნელ-ნელა იწყება მისი გაფართოება, ჯერჯერობით ოპოზიციურ ფლანგზე კონკურენტული სტიმულების ხარჯზე – „ახლების“ ირგვლივ ჩამოყალიბდა ერთი კოალიცია („დროა“ და „გირჩი“), ამან შეიძლება ფრაგმენტაციაც კი გამოიწვია, რადგან „ლელოც“ მოიაზრებოდა და სხვებიც, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც ჩამოყალიბდა და უკვე საპასუხოდ, „ლელომ“ ასევე დაიწყო გამსხვილება და ძალიან კარგი რამ მოხდა.
აქეთ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ასევე პოლიტიკური ბლოკია, რომლის პერსონალიებით გაფართოების პრეზენტაციაც ვიხილეთ, სადაც პოლიტიკური პარტიები არ დამატებია, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები დაემატნენ.
ჯერ გაურკვევლობაშია გიორგი გახარიას პარტია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ის რიტორიკა, რაც მათ ჰქონდათ, თითქოს არასდროს არავის შეუერთდებოდნენ, პირიქით, აგერ „ლელოსთვისაც“ გაუკეთებიათ შეთავაზება, რომელიც ძალიან მძიმეა როგორც „ლელოსთვის“, ისე გახარიასთვის მათი ისტორიული დაპირისპირების ფონზე. უკვე კომპრომისებზე რომ მიდის საუბარი და ასეთი კომბინაციაც რომ მისაღებია, ეს ძალიან კარგია.
დღევანდელი მდგომარეობით, ამ ოთხი ბლოკიდან ერთი განწირულია ბარიერის მიღმა დარჩენისკენ. საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა შემთხვევა, რომ სამ პარტიას გადაელახოს ბარიერისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი იყო მაღალი.
ობიექტური კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი აქვს დაახლოებით 35-40%, მაგრამ სად 40% და სად 60% ოპოზიციის ფლანგზე. ოპოზიციის პრობლემაა ბარიერი – 5%-ანი ბარიერი „ქართული ოცნების“ ერთადერთი ბუნებრივი მხარდამჭერია, არავინ ეხმარება „ქართულ ოცნებას“ – არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც დასავლეთი და არც შიდა ამომრჩეველი, ეხმარება 5%-იანი ბარიერი, რომლის „ოცნების“ მხარდამჭერიდან მოწინააღმდეგედ გადაქცევის პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას. ოპოზიციამ თუ 5%-იანი ბარიერის პრობლემა არ გადაჭრა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა“ , – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ