ზუსტად 70 წლის წინ, 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა რეჟიმმა თბილისში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები დახვრიტა. რუსთაველზე, კავშირგაბმულობის იმ შენობის კედელს 70 წელიწადია ნატყვიარები ამჩნევია. დამატებითი მითქმა-მოთქმა და მღელვარება რომ არ გამოეწვია, მაშინაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ ამ ნაკვალევის წაშლა. ახლა იქ სასტუმროს და კაზინოს აშენებენ. არავინ გაბედოს (პირველ რიგში თბილისის მერიამ) ამ ნატყვიარების ჩამონგრევა. ფასადი ხელუხლებელი უნდა დარჩეს.
სასურველია კედელი შუშით დაიფაროს და მას სამუზეუმო სახე მიეცეს. ეს რუსული ოკუპაციისა და ბოროტების იმპერიად წოდებული საბჭოთა რეჟიმის დანაშაულის კიდევ ერთი ნიშანია და ასე უნდა შემორჩეს შთამომავლობას.
სასტუმროს პროექტის ფოტომასალაზე ჩანს, რომ უნდა მოხდეს კედლის ხელახალი მოპირკეთება და ამ ნატყვიარების გაქრობა. ეს დაუშვებელია.






