: ანაკლიას უცხოელი ინვესტორი არა ჰყავს, ჩინელებმა უგანეს და “ოცნების” ხელისუფლება ახალი ინვესტორის ძიებაშია

“ანაკლიას უცხოელი ინვესტორი არა ჰყავს, ჩინელებმა უგანეს და “ოცნების” ხელისუფლება ახალი ინვესტორის ძიებაშია. ჩინელებთან მოლაპარაკება ალბათ იმიტომ გაიწელა, რომ ისეთ რამეს ითხოვენ, ეს ხელისუფლებაც კი ვერ ბედავს მასზე დათანხმებას ან ჩინელებმა ინტერესი დაკარგეს.
პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გაგრძელდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, სახმელეთოში კი ინვესტორი უნდა ჩაერთოს. დღეისათვის ზუგდიდი-ანაკლიის რკინიგზის პროექტიც კი არ არსებობს, მშენებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
როცა ვამბობთ, რომ ანაკლია ივანიშვილმა ჩაშალა რუსეთის ზეწოლით, ეს არის სწორი. თუ მასეა, მაშინ ახლა რატომ არ უშლის ხელს, რატომ შეიცვალა აზრი ან ივანიშვილმა ან რუსეთმა? ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ მას ჰაერივით სჭირდება შავ ზღვაზე მოკავშირე სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა როგორც სანქციების გვერდის ასავლელად, ასევე ლეგალურად ტვირთების გადასატანად და მეორე-ანაკლია ჩინელების თანასაკუთრებაში იქნება, რაც გამორიცხავს დასავლეთის მხრიდან მასზე გავლენას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. ანაკლია ასევე მოიაზრებოდა წყალქვეშა ნავების ბაზირების ტერიტორიად, თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა რუსეთის ფაქტორის გამო.
რუსეთის ბალტიის ზღვის პორტები დაბომბილია, ნოვოროსიისკი დაბომბილია, უკრაინის მიერ საკუთარი ფრთოსანი რაკეტების სერიულად გამოშვების შემდეგ რუსეთის ნებისმიერი თბილი პორტი ხელმისაწვდომი გახდება. უკრაინის ომმა შეცვალა რუსეთის დამოკიდებულება ანაკლიისადმი.
დღესაც სარგებლობს საქართველოს პორტებით, უფრო მეტად ლეგალურად, მაგრამ სანქციების გვერდის ასავლელადაც იყენებს. ეს ძირითად ხდება ბათუმისა და ყულევის პორტების მეშვეობით. მხოლოდ ბოლო ოთხ თვეში 170 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი გაიტანა რუსეთმა ყულევიდან, მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამოყენებით.
რა უნდოდა ამერიკელ მაღალჩინოსანს ანაკლიაში, გაკვირვებით კითხულობენ. ხომ არ უნდა “ოცნების” ხელისუფლებას ჩინეთის კვლავ ამერიკელებით ჩანაცვლება სანქციების მოსახსნელად და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად? ჩემი აზრით ეს გამორიცხულია. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩაიყვანეს მშენებლობის პროცესის დასათვალიერებლად. ეტყოდნენ, რომ ამ მასშტაბურ სამუშაოებს სახელმწიფო აშენებს. სინამდვილეში სამშენებლო მოედნის მოწყობისა და საზღვაო სამუშაოების უდიდესი ნაწილი განხორციელებული იყო ანაკლიის კონსორციუმის, ქართულ-ამერიკული კომპანიის მიერ. ხაზარაძემ და მისმა კომპანიამ 80 მილიონი დოლარი დახარჯა ამ სამუშაოებზე. მშენებლობა წლების განმავლობაში გაჩერებული იყო და ახლა ბიუჯეტის დაფინანსებით გრძელდება.
ანაკლიის ბედი კვლავ ბუნდოვანია. ჰორმუზის კრიზისმა კიდევ ერთი შანსი მოგვცა ქვეყანას, გამხდარიყო რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშე ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ფორმირებაში, მაგრამ ამასაც ვერ ვიყენებთ. ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. ანაკლია იმ წონის ვერ გახდება იმასთან შედარებით, 2020 წელს რომ ამოქმედებულიყო, როგორც ეს იყო დაგეგმილი, მაგრამ თავისი მნიშვნელოვანი როლის თამაში კვლავაც შეუძლია” – წერს სოციალურ ქსელში