: აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას, გვაგრძნობინებენ, რომ კოზირები ხელში აქვთ

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, , აზერბაიჯანულ მედიაში ბოლო პერიოდში გაძლიერებულ კრიტიკულ ტონსა ეხმაურება. მისი განცხადებით, ბაქოს საინფორმაციო მანიპულაციები აჟიოტაჟს ქმნის და საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლას ემსახურება, მაშინ როდესაც პრობლემები ბევრად უფრო ღრმა და სტრუქტურულია.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ტრაილერების ქართველ საზღვარზე შეყოვნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გაზვიადებულია, თუმცა საკითხი მხოლოდ ლოგისტიკას არ ეხება. მისი თქმით, რეგიონში ძალთა გადანაწილება და ახალი სატრანსპორტო დერეფნების გაჩენა საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ასუსტებს.

გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ ბაქო-სომხეთს შორის ახალი სარკინიგზო რეალობა უკვე ქმნის მოწყვლადობას:

მისი შეფასებით, ამ ფონზე საქართველოს ინტერესია მაქსიმალური სტაბილურობა, თუმცა „აზერბაიჯანი თავად ძაბავს ვითარებას და გვაგრძნობინებს, რომ ენერგეტიკული კოზირები მის ხელშია“.

გოცირიძე საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს: „როდესაც საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება გყავს, მას არ შესწევს უნარი, ქვეყნის ინტერესები ადეკვატურად დაიცვას. პარტნიორების დაკარგვა ასუსტებს ქვეყანას, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობაშიც“.

News.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“კარგად გავეცანი აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებულ კამპანიას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბევრი რამ აჟიოტაჟის ატეხვის და საქართველოზე ზეწოლის მიზნით კეთდება. საზღვარზე აზერბაიჯანული ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს. ამ ტვირთებში არაა საქმე, პრობლემა გაცილებით დიდია.

წარმოქმნილი წინააღმდეგობის განხილვა იმ კუთხით, რომ “ოცნების” მთავრობა იმტერებს მეზობლებს და ცალსახად აზერბაიჯანულ პოზიციებს მივემხროთ, არ არის სწორი. ამ ხელისუფლებას იმდენი ცოდვა მიუძღვის ხალხის წინაშე და იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ერთით დამძიმება არაფერს ცვლის. პრობლემა მეტად სერიოზულია და ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სამომავლო ინტერესებს ეხება.

სომხეთი საქართველოდან მარაგდება როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით. ეს ქართული პორტების და რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნავთობროდუქტების ასი პროცენტი ამ ქვეყანაში საქართველოდან შედის. რეგიონში მომხდარი დიდი ძვრების შედეგად ბევრი რამ მკვეთრად იცვლება. ეს არა მხოლიდ ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებას ეხება, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდება, არამედ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ალტერნატიული გზების გამოჩენასაც, რომელიც საქართველოს აუვლის გვერდს. ეს ანაკლიაზეც იმოქმედებს. ერთი კონკრეტული შედეგი უკვე დადგა: ს რკინიგზა სომხეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდა. ასვე მყარდება სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთპბროდუქტების მიწოდება უკვე პირდაპირ რკინიგზით მოხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს რკინიგზას ნავთობის ჩვენს ტერიტირიაზე გატარების სატრანზიტო ტარიფები აქვს დაწესებული. რკინიგზის ამ მონაკვეთის ( გარდაბანი-სადახლო) სიგრძე 111 კილომეტრია. აზერბაიჯანი უკმაყოფილოა ამ ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს. რამდენად სამართლიანი ქართული მხარის შეთავაზება, ეს საკითხი შესასწავლია და რაიმე დასკვნას ახლა ვერ შემოგთავაზეთ. ეს ჩემზე უკეთ ამ დარგის ვიწრო სპეციალსტებმა იციან.

2026 წელს ვადა გასდის ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით საქართველოსთვის კუთვნილი გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების ხელშეკრულებას. მიმდინარეობს მისი განახლება. ზოგადად, აზერბაიჯანიდან გაზის მიღების საკითხები ახლებურად დგება დღის წესრიგში. რუსული გაზის ევროპაში იმპორტის აკრძალვის შემდეგ აზებაიჯანული გაზი განსაკუთრებით სასურველი გახდა ევროპისათვის. ისინი მნიშვნელოვნად მეტს უხდიან აზერბაიჯანს, ვიდრე ვუხდიდით ჩვენ და მომავალში შევძლებთ გადახდას.

ასეთ დროს საქართველოს მხრიდან ვითარების დაძაბვა უგუნურობა იქნებოდა. როცა ხელისუფლება არაადეკვატურია, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ჩანს-აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას. საქართველო უკვე არ არის მსოფლიო ბაზარზე მისი ენერგეტუკული რესურსების ექსკლუზიურად გამტარი. პოლიტიკურადაც ზურგმომაგრებულია. აზერბაიჯანის მედიას საქართველო გამოჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგედ, რომელიც ქმნის ბარიერებს და რომელსაც არ უნდა რეგიონის განვითარება და აყვავება. გაისმის ასევე მუქარა აზერბაიჯანული მედიის მხრიდან საქართველოს მიმართ. გვაგრძნობინებენ, რომ კოზირები მათ ხელშია. პირველ რიგში აზერბაიჯანულ გაზზე ჩვენი დამოკიდებულება იგულისხმება.

როცა საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება გყავს, მას არ შესწევს ქვეყნის ინტერესების ადეკვატურად დაცვის უნარი. საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა მრავალმხრივ ასუსტებს ქვეყანას, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობაში. ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს და ამ ინტერესების რეალიზების კუთხითაც უნდა შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს”, – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

ბოლო თვეებში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში საგანგაშო ძვრა შეინიშნება. ეს არა ცალკეული ბიუროკრატიული ხარვეზების, არამედ გადაწყვეტილებათა იმ თანმიმდევრობის შედეგია, რომლის მიღმაც საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის ცვლილება იკვეთება – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.