რომანო: გიუნდოგანი “ბარსელონას” დატოვებს, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელის დაბრუნება სურს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კლუბს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანამ” ფეხბურთელს აცნობა, რომ გუნდში მისი ადგილი აღარ არის, შესაბამისად, ილქაის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
რომანოს ინფორმაციით, გიუნდოგანის აგენტს “მანჩესტერ სიტი” დაუკავშირდა, “ქალაქელები” მზად არიან 33 წლის ნახევარმცველი დაიბრუნონ.
გიუნდოგანის დამატებით არაბული კლუბებიც ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, ილქაი “ბარსელონას” გასულ ზაფხულს შეუერთდა, გერმანიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა “ლურ-ბროწეულისფერთა” მაისურით 36 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში