ნეიმარის “სანტოსში” დაბრუნება გადაწყვეტილია, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნეიმარი “სანტოსს” “ალ ჰილალიდან” იჯარის წესით შეუერთდება, ბრაზილიელს არაბულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.
“სანტოსი” 31 წლის შემტევის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად ამ კვირას გამოაცხადებს.
ნეიმარი მშობლიური კლუბის ღირსებას 2003/2013 წლებში იცავდა, “სანტოსის” ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა, “ბარსაში” გადასვლამდე კი გუნდთან ერთად ბრაზილიის თასი და ლიბერტადორესის თასი მოიგო.
შეგახსენებთ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში 128 თამაშში გატანილი 79 გოლით, “სელესაოს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.