რომანომ დაადასტურა – კვარაცხელიას ტრანსფერზე პსჟ კვლავ საქმეშია

დღეს დილას იტალიურმა Il Roma-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
შესაძლო ტრანსფერს ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ პარიზული გუნდი ქართველის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
ირკვევა, რომ “პარტენოპეიმ” ხვიჩას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ქართველი მას ხელს ჯერჯერობით არ აწერს და სხვა შეთავაზებებს ელოდება, კვარაცხელია კი გასული ზაფხულიდან ფრანგული გუნდის სატრანსფერო სიის სათავეშია.
იტალიური მედია წერს იმასაც, რომ პსჟ-იმ გარიგებაში შესაძლოა, მილან შკრინიარიც ჩართოს და “ნაპოლის”
ქართველის სანაცვლოდ ფული და სლოვაკი მცველი შესთავაზოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში