რომანი მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილთან, ამბები ბაბუაზე და ცნობილი ოჯახი – ამომავალი ვარსკვლავის, კალათბურთელ რატი ანდრონიკაშვილის ცხოვრების ამბები – Marao

რომანი მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილთან, ამბები ბაბუაზე და ცნობილი ოჯახი – ამომავალი ვარსკვლავის, კალათბურთელ რატი ანდრონიკაშვილის ცხოვრების ამბები – Marao
ვინც ქართულ სპორტს, კონკრეტულად კი, კალათბურთს თვალს ადევნებს, შეუძლებელია, არ შეემჩნია გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი რატი ანდრონიკაშვილი. რატი 23 წლისაა, არის 1.93 მეტრის სიმაღლის და გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციებზე თამაშობს.
ანდრონიკაშვილი საქართველოს სუპერლიგის გუნდ ენერჯი ინვესტს 2020 წელს შეუერთდა, სადაც საშუალოდ 7.0 ქულას, 1.0 მოხსნასა და 1.0 გადაცემას ასრულებდა. 2020 წლის მაისში ანდრონიკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯთა ლიგის გუნდთან, კრეიტონ ბლუჯეისთან. 2020 წლის 6 ნოემბერს ანდრონიკაშვილმა წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა მთელი სეზონი გამოეტოვებინა.2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო შეკრების შემდეგ ქართველი კალათბურთელი კრეიტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ დაბრუნდებოდა. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას საქართველოს სუპერლიგაში, თსუ-ს რიგებში გააგრძელებს.
საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ანდრონიკაშვილმა ესპანური „მურსია“ დატოვა და უკლუბოდ იყო. ესპანეთში რატიმ ერთი სეზონი გაატარა, ის ლიგა „ენდესაში“ საშუალოდ 2.2 ქულასა და 1.2 შედეგიან პასს აგროვებდა.
რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში ის ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებსა და საქართველოს 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს. 2019 წლის ფიბას 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ანდრონიკაშვილის საშუალო მაჩვენებელი იყო: 17.4 ქულა, 5.9 მოხსნა და 4.0 შედეგიანი გადაცემა.
ქართველმა 2023 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეპატზე რამდენიმე თამაში ჩაატარა. ანდრონიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „აკროპოლისის თასზე“ გამართულ შეხვედრებში საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების, პოლონეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ.
რატი ანდრონიკაშვილის მშობლები სანდრო ანდრონიკაშვილი და ანანო ჩარკვიანი არიან. მას ჰყავს და-ძმა, ტეზი და ბორისი.
რა­ტის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან დო­სი­ე­ში წერია, რომ კა­რი­ე­რის მი­ზა­ნია, იყოს რაც კი შე­უძ­ლია სა­უ­კე­თე­სო. საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი კი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩია. სჯე­რა, რომ ბრედ პიტი მას ფილმში ათა­მა­შებს, ოც­ნე­ბის ვახ­შამ­ზე კი სტუმ­რად ჯიმ ქე­რის მო­იწ­ვევ­და. დე­დის რჩე­ვაა, იყოს ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი. საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნია “მო­ხუ­ცი და ზღვა“. რატი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ოთხ ენა­ზე სა­უბ­რობს – ინ­გლი­სუ­რი, ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი. მისი საყ­ვა­რე­ლი სუ­პერ­გმი­რი “სპა­ი­დერ­მე­ნია”, შთა­გო­ნე­ბა კი ბა­ბუაა. ბაბუის გარდაცვალება რატისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად იხსენებდა, სწორედ ის აძლევდა ყველაზე დიდ ძალასა და მოტივაციას და მისი სიყვარულით ვარჯიშობდა ასე მონდომებით, სწორედ ბაბუას უნდოდა, რომ რატი საუკეთესო მოთამაშე ყოფილიყო.
“ბაბუს დრუგი” – ასე მეძახდა და მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სიტყვები სხეულზე ტატუდ გავიკეთე” – ამბობდა რატი.
· “მე და რატი, ჩვენი ოჯახი ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ. ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა და მარტივად ვუგებთ. დედაჩემი თურმანიძეა, თურმანიძის მალამო, რომელსაც დღეს ყველა ვიყენებთ ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა. ამას ბებია და ახლა დედა უძღვება.
რატი პირად ცხოვრებასაც ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით უდგება, როგორც – კარიერას. ის საკმაოდ ფრთხილია და ადამიანებს ფრთხილად იქცევს. ვიცი, რომ ამ მხრივ, სანერვიულო არ მაქვს. არც აქამდე მინერვიულია რატის პირადზე, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილ გრძნობებზე დამყარებულ ურთიერთობაში იქნება, და ეს ჩემთვის სრულად მისაღები იქნება” – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში რატის დედა, ანანო ჩარკვიანი.
ამომავალი ვარსკვლავის, რატი ანდრონიკაშვილისა და უმშვენიერესი ელენე შელიას რომანზე ბევრს საუბრობდნენ. ახალგაზრდა წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ერთმანეთისოჯახებს იცნობდნენ და დროდადრო ერთად გადაღებულ კადრებსაც აქვეყნებდნენ.
ელენე შელია ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელისა და ყოფილი მოდელის, ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილია. ელენე თავად არქიტექურითაა გატაცებული, სწავლა და მუშაობაც ამ მიმართულებით გადაწყვიტა. ელენე აქტიურია ტიკტოკზე, აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი ყოველდღიურობიდან და ზოგჯერ უსაყვარლესი დისშვილების სახალისო კადრებსაც აზიარებს.
ელენეს და, მოდელი ანა შელია უკვე რამდენიმე წელია, რაც მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული, მათ ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რატო და ელენე ერთმანეთს დაშორდნენ, მათ საერთო ფოტოები სოციალური ქსელებიდან წაშალეს და მას შემდეგ ერთად აღარ გამოჩენილან.
ნუცა უგულავა ბიზნესმენი თემურ უგულავას ქალიშვილია. ბიზ­ნეს­მე­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დი­დია. უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან თეო ფე­რა­ძეს­თან ორი შვი­ლი, ქალ-ვაჟი ნუცა და გეგა ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ბაია და­ვი­თა­ი­ას­თან ვაჟი. უგუ­ლა­ვას კი­დევ ერთი ვაჟი ჰყავს მსა­ხი­ობ ეკა ნი­ჟა­რა­ძეს­თან. მას ამ ეტაპ­ზე უკა­ნას­კნე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ნინი ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან ორი შვი­ლი ჰყავს.
ნუცა უგუ­ლა­ვა 2016 წელს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა და წლე­ბის მანძილზე იქ ცხოვრობდა. უყ­ვარს და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ მე­გობ­რე­ბის წრე­ში პრი­ვატ-ფარ­თებს თა­ვა­დაც ხში­რად აწყობს. ნუცა და­კა­ვე­ბუ­ლია სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტით და გა­ტა­ცე­ბუ­ლია იო­გა­თი. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას. წლების წინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ნუცას შეყვარებული “ვი­სო­ლის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის ლე­ვან ფხა­კა­ძის შვი­ლი, ვას­კა ფხა­კა­ძე იყო.
ნუცა და რატი სოციალურ ქსელში ახლა ხშირად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს, დროს ერად ხშირად ატარებენ, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ.