როლანდ ფროიდენშტაინი გერმანიის არჩევნების ლოკალურ და გლობალურ შედეგებზე: რუსეთმა ამ არჩევნებში წააგო, თან მწარედ

ს ინტერესებზე გერმანიის არჩევნებში – როლანდ ფროიდენშტაინი, პოლიტიკის ექსპერტი და Free Russia Foundation-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი

„გერმანიამ უნდა მოახერხოს საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება, განსაკუთრებით საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით…“

„შოლცის მემკვიდრე ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდება გერმანიის გეოპოლიტიკური პოზიციის ცვლილებას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას როლანდ ფროიდენშტაინი, პოლიტიკის ექსპერტი და Free Russia Foundation-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი.

გერმანიის ბოლო , მათი შედეგები და გავლენა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, ასევე გერმანიის ახალი ხელმძღვანელობის დამოკიდებულება უკრაინისა და საქართველოს მიმართ – ამ თემებზე ვაჟა თავბერიძე როლანდ ფროიდენშტაინს ბრიუსელში ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა ვიხილეთ, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე – რა მოხდა გერმანიის ბოლო არჩევნებში?

როლანდ ფროიდენშტაინი: ვნახეთ, რომ CDU-მ ოდნავ ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე მოელოდნენ, მაგრამ ამ არჩევნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ გერმანია ნელ-ნელა გამოდის ჩიხიდან, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია – გერმანიამ უნდა მოახერხოს საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. სამი წლის წინ, ცნობილი Zeitenwende-თი ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ, ს უნიათო ლიდერობისა და პოლიტიკის გამო ჩიხში შევიდა, ახლა კი ეს მატარებელი რელსებზე უნდა დავაბრუნოთ. ვფიქრობ, რომ გერმანიის მხრიდან ვიხილავთ გაცილებით მეტ ენერგიას, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას და მეტ დაფინანსებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებში.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება პოლიტიკურ რადიკალებს – მემარცხენე „ლინკეს“ და ულტრამემარჯვენე AfD-ს – ორივემ დრამატულად გააუმჯობესა წინა არჩევნების შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ ისინიც ამ არჩევნების გამარჯვებულები არიან?

როლანდ ფროიდენშტაინი: დიახ, უდავოდ. AfD-ს ცხადია, ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ ჰქონდა, ამიტომ მთავარი ოპოზიციის მანტიას მოისხამს, რადგან მათთან კოალიციის შეკვრა არავის სურს, პირველ რიგში კი CDU-ს. სხვათა შორის, ჩემი ზოგიერთი ამერიკელი კოლეგა ამას ვერ იჯერებს. მეკითხებიან – „რატომ არ ქმნიან კოალიციას AFD-სთან?“ ამაზე ვუპასუხებ: „თქვენ უბრალოდ არ იცნობთ ევროპას. ეს კითხვაც კი აჩვენებს, რომ ევროპული პოლიტიკის აზრზე არ ხართ“.

პირველ რიგში, AfD არის პროკრემლისტური, ნაწილობრივ ნეონაცისტური პარტია, რაც -ის რესპუბლიკელების ნაწილს, როგორც ჩანს, ან ავიწყდება, ან მიზანმიმართულად ხუჭავენ თვალს ამაზე. AfD-სთან კოალიცია CDU-ს შიგნიდან გაანადგურებდა, უამრავი ადამიანი დატოვებდა პარტიას.

რაც შეეხება „ლინკეს“, ეს პარტია ერთადერთი იყო, რომელიც საარჩევნო ღამით ლამის ჭკუიდან გადავიდა სიხარულისგან, კოლექტიურად. სამი-ოთხი კვირის წინ, ისინი 5%-იან ბარიერთან ბუქსირებდნენ და იმის საშიშროება იდგა, რომ პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდებოდნენ. მაგრამ ბოლო მომენტში ხსნად მოევლინათ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჰაიდი რაიჰინეკი, სოციალურ ქსელებში აქტიური ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალი, რომლის პოსტიც, სადაც ის ფრიდრიხ მერცის მიგრაციული პოლიტიკის სიხისტეს აკრიტიკებდა, ვირუსულად გავრცელდა და მათი მხარდაჭერა თითქმის 9%-მდე გაზარდა.

ვრცლად