როლანდ ახალაია ფეისბუქზე გამოჩნდა

როლანდ ახალაია ფეისბუქზე გამოჩნდა
პარლამენტის ყოფილი წევრი როლანდ ახალაია ლევან კვარაცხელიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც კვარაცხელია ტელეკომპანია „პოსტვ“ გადამღებ ჯგუფსა და ფორთოხლის მაღაზიის მფლობელს, ვიტალი გუგუჩიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე წერს და გუგუჩიას სოლიდარობას უცხადებს.
ამასთან, კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ვიტალი გუგუჩიამ აღელვების ნიადაგზე შეაგინა მეგის ქარდავას, რაზეც როლანდ ახალია კომენტარს უწერს და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ მეგის ქარდავას იცავს.
როგორც როლანდ ახალაია წერს, მასაც ცუდად მოხვდა ყურში მეგის ქარდავას გინება. მისივე თქმით, უნდა ვიფიქროთ, რომ ნერვებმა უმტყუნა.
„მეც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში მეგის ქარდავაზე დედის გინება და მერე არ გავაგრძელე მოსმენა. რასაც დღეს მაგას უვრცელებენ იგივე მეთოდებით გააშავეს თავის დროზე საქართველოს მტრების წინააღმდეგ მებრძოლი ბიჭები. ისრაელში კი იცვლებიან მთავრობები, მაგრამ მოსადს არავინ დევნის და ამიტომაცაა პატარა ქვეყანა ასე ძლიერი და მისაბაძი. მაინც უნდა ვიფიქროთ რომ ნერვებმა უმტყუნა. მიზანიც ხომ ეგ იყო“, – წერს როლანდ ახალაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს