როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო

როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ქანთარიამ ყურადღება გაამახვილა როლანდ ახალაიაზე, რომელსაც არარაობა და სამეგრელოს სირცხვილი უწოდა.
მისი თქმით, ახალაიამ სამეგრელო დაჩაგრა და თავისი ჭკუით ახალი ლევან დადიანი გახდა. “ეს არის არარაობა და სირცხვილი სამეგრელოსი. მისი აგრესია პირადად ჩემი მიმართულებით წამოვიდა, იმიტომ, რომ გვესროლეს მანქანიდან მე, ედიშერ ჩარგაზიას (ზუგდიდის ყოფილი გამგებელი) და მას – ის დაიმალა. ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც შემდეგ რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა მთელ სამეგრელოს და თავისი ჭკუით, გახდა ლევან დადიანი. ახალაიამ დაჩაგრა სამეგრელო. მე ხშირად ვახსენებ, რომ მან სამეგრელოს მოუწყო ე.წ. “მეგრელთა საქმე.” 12 წელზე მეტია, მე გამოვდივარ სატელევიზიო, პრესით, ფეისბუქით – მას პასუხი არასდროს გაუცია.” – აღნიშნა დავით ქანთარიამ.
Next: პროფესიულ დღეს გილოცავთ თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…